მეთოჯინე, ვისი ნამუშევრების სრული კოლექცია პატრიარქმა შეიძინა

© FB/ Юлия Сорокинаიულია სოროკინას ნამუშევარი
იულია სოროკინას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერ აღვწერ იმ განცდას რაც მაშინ დამებადა. ბედნიერი ვარ, როცა მახსენდება, რომ ჩემი ნამუშევრები მის უწმინდესობას აქვს,აცხადებს თბილისელი მეთოჯინე იულია სოროკინა, რომელიც ორგანიზაცია „Geodool”—ის ხელმძღვანელია.

— იულია, ბავშვობის თოჯინებიდან თქვენს უნიკალურ თოჯინებამდე როგორ მიხვედით?

— პროფესიით ექთანი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. გავთხოვდი და  დიდი ხანი ვიყავი დიასახლისი. ბავშვობაში კარგად ვხატავდი. აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ არ მიცდია და ასე დავრჩი სახლში. ერთხელ ბავშვმა მოიტანა თიხა, რომელიც შემთხვევით ავიღე ხელში, ვცადე და რაღაც გამომივიდა. შემდეგ კი უკვე დავიწყე იმ მასალის ძებნა, რომლისგანაც თოჯინებს გავაკეთებდი. იმ დროს ინტერნეტში ამდენი ინფორმაცია არ იყო. რაღაცეებს ჩემით ვიგონებდი და მიხაროდა, როცა შედეგს ვხედავდი. პირველად, ერთი წლის მანძილზე 15 ნამუშევარი შევქმენი. დღეს თოჯინებს პოლიმერული პლასტიკისგან ვამზადებ. ისინი ღუმელში შრება, სახლის პირობებში მათ ჩვეულებრივად ვაკეთებ.  

© FB/ Юлия Сорокинаიულია სოროკინას ნამუშევრები
იულია სოროკინას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
იულია სოროკინას ნამუშევრები

— თქვენი პირველივე გამოფენა ძალიან იღბლიანი გამოდგა…

— დიახ, ნამდვილად ასეა. 2013 წლის 12 მარტს „სამების ახალგაზრდულ ცენტრში“ პერსონალური გამოფენა მქონდა. გამოფენაზე მისი უწმინდესობა მობრძანდა და ჩემდა გასაოცრად, მთელი ჩემი კოლექცია, ყველა ნამუშევარი შეიძინა… მანამდე პატრიარქს ჩემი ნამუშევრები აჩვენეს და ძალიან მოეწონა. გამოფენაზე მის უწმინდესობას მეუფეები ახლდნენ. როცა ჩემს ნამუშევრებთან მოვიდა, მან გვერდით მდგომს გადაულაპარაკა: ამოიღეთო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები და სურს, რომ მთელი კოლექცია შეისყიდოს. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი და პატრიარქს შევთავაზე, ჩემი ორი ნამუშევარი, რომელიც მოეწონებოდა, საჩუქრად წაეღო. მან მითხრა, რომ მასალის თანხას მაძლევდა, რათა მუშაობა გამეგრძელებინა და დამლოცა. ვერ აღვწერ იმ განცდას რაც მაშინ დამებადა. ბედნიერი ვარ, როცა მახსენდება, რომ ჩემი ნამუშევრები მის უწმინდესობას აქვს. 

© FB/ Юлия Сорокинаიულია სოროკინა
იულია სოროკინა - Sputnik საქართველო
იულია სოროკინა

— უფრო ხშირად ვისი თოჯინების ასლების დამზადებას გთხოვენ?

— პორტრეტული თოჯინების გაკეთებას მთხოვენ, მაგრამ ამ ადამიანებს ვერ დავასახელებ. ძირითადად, შეყვარებულების თოჯინებად გადაქცევას მთხოვენ, კიდევ ცნობილი პიროვნებების თოჯინების დამზადებასაც. დღეს ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ ეს საქმე ვასწავლო და უკვე 15 მოსწავლე მყავს. 

© FB/ Юлия Сорокинаიულია სოროკინას ნამუშევრები
იულია სოროკინას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
იულია სოროკინას ნამუშევრები

— არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანების თოჯინების გაკეთება არ შეიძლებაო..

— მეც მსმენია ამის შესახებ, მაგრამ მეცინება, რადგანაც ეს ცრურწმენაა და  სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. 

© FB/ Юлия Сорокинаიულია სოროკინას თოჯინა "ჟოლო", რომელმაც ბუდაპეშტში ორი პრიზი აიღო
იულია სოროკინას თოჯინა ჟოლო, რომელმაც ბუდაპეშტში ორი პრიზი აიღო - Sputnik საქართველო
იულია სოროკინას თოჯინა "ჟოლო", რომელმაც ბუდაპეშტში ორი პრიზი აიღო

— იულია, თქვენს თოჯინებს საერთაშორისო აღიარებაც აქვთ…

— 2016 წლის სექტემბერში ბუდაპეშტში ჩატარდა „GDS“-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური გამოფენა-კონვენცია, სადაც ასევე იყო კონკურსი, რომელზეც საუკეთესო ნამუშევარი ვლინდებოდა. ამ გამოფენაზე ჩემმა ერთმა თოჯინამ „ჟოლო“ ორი პრიზი ერთად აიღო. ესაა ჟიურის მიერ მინიჭებული „ოქროს პრიზი“ და მაყურებელთა სიმპათიის პრიზი. ასევე იმავე კონკურსში ჩემმა სხვა თოჯინამ „ბაბა-იაგა“ ვერცხლის მედალი აიღო. მალე, 18 მაისს, „თოჯინების მუზეუმში“ დიდი გამოფენა იგეგმება. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ამ დღეს მუზეუმში ქართველი მეთოჯინეები შეიკრიბებიან. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა და ვეცდები, რომ ჩემი თოჯინებით ბევრი ადამიანის გული გავათბო, მათი საშუალებით ხომ სიყვარულს ვარიგებ…

 

ყველა ახალი ამბავი
0