ბურჯანაძე: ტრამპისა და პუტინის თანამშრომლობა საქართველოს სასიკეთოდ წაადგება

© Sputnik / Levan Avlabreliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეძლებდა.

საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეაფასა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.

– როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას?

– საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ძალზე არადამაკმაყოფილებლად ვაფასებ. არც ერთი მიმართულებით არ ჩანს პოზიტივი. საშინაო და ეკონომიკური სიტუაცია მძიმეა და, უამრავი დაპირების მიუხედავად, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იძლეოდა, ეს დაპირებები არ შესრულებულა, სოციალური ფონიც ძალიან მძიმეა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები რუსეთისთვის მომგებიანია

ადრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობდა. ამჟამად, ყველა პარამეტრისა და რიცხვების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. არანაირი ძვრა ეკონომიკაში, არანაირი ძვრა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში.

იზრდება მხოლოდ ფასები, ამიტომაც არის რთული ვითარება. აღარაფერს ვამბობ აბსოლუტური უხელისუფლებობის შეგრძნებაზე… ეს არის ხელისუფლების აბსოლუტური გაუნათლებლობა, არაკომპეტენტურობა, არაეფექტურობა და, მეორე მხრივ, უპატივცემულო დამოკიდებულება, იმიტომ რომ მათთვის სულ ერთია, რას იტყვიან, მთავარია ის, რომ: „რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ“. ეს როგორც შეიძლება დასრულდეს, საქართველოში არაერთხელ გვინახავს.

– როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები?

– ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობას. რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნების მიმართ სერიოზული გეგმები გვქონდა. ვიცოდი, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ხმათა მინიმალური რაოდენობა მიგვეღო. ვიცოდი, რომ გარკვეულ გაყალბებასაც ექნებოდა ადგილი, რათა ჩვენი ხმა პარლამენტში შეზღუდული ყოფილიყო.

მაგრამ ის, რაც ივანიშვილმა გაკეთა, ყველასთვის სრული მოულოდნელობა იყო. იმიტომ, რომ რეალურად არჩევნები არც ყოფილა. დაწერეს ის, რაც საჭიროდ ჩათვალეს. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბურჯანაძე და მისი გუნდი პარლამენტში არ უნდა იყოს წარმოდგენილი. მინიმუმ სამჯერ ნაკლები შედეგი დაგვიწერეს. ამისი დამტკიცება რთული არ არის. უამრავი მტკიცებულება გაგვაჩნია. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ბურჯანაძემ რადიკალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა

აჭარის რეგიონში, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ორჯერ მეტი ხმა მივიღეთ. აქედან გამომდინარე, მინიმუმ 7% უნდა მიგვეღო და პარლამენტში უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ საქართველოში ახლა ერთი ადამიანის ხელისუფლებაა. დარღვევებთან დაკავშირებით ათასზე მეტი სარჩელი შევიტანეთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ არც ერთი სარჩელი არ განიხილა არც ცესკომ, არც სასამართლომ, ადასტურებს იმას, რომ იქ სერიოზული გაყალბება მოხდა და ხელისუფლებას დომინოს პრინციპის ეშინოდა. მათ მშვენივრად ესმოდათ, ჩვენი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინათ და ერთი უბანი მაინც რომ გაეხსნათ, სადაც ჩანს, რომ ბურჯანაძემ და მისმა გუნდმა მიიღო არა 3, არამედ 9, 10, 12 პროცენტი, ეს დომინოს პრინციპს გამოიწვევდა. ამიტომაც არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИ ნინო ბურჯანაძე და ჯორჯ ბუში
ნინო ბურჯანაძე და ჯორჯ ბუში  - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე და ჯორჯ ბუში

ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია. თუ ასე გაგრძელდება, არჩევნები აზრს დაკარგავს. როდესაც არჩევნები აზრს კარგავს, ყველა ადამიანმა იცის, ადრე თუ გვიან რას იწვევს ეს. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად დაიშალა ყველა პარტია, გარდა პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისა. ყველა, ჩვენი პარტიის გარდა. ჩვენ კი არ დავიშალეთ, პირიქით, ხალხი გვემატება. ვმუშაობთ რეგიონებში, თბილისში და ადგილობრივი არჩევნებისთვის ვემზადებით.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მედია-საშუალებებში, რადგან იშვიათად მნახავთ ტელევიზიით, მით უმეტეს, ცენტრალურ არხებზე. პრინციპში, ისეთივე სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც სააკაშვილის დროს. უბრალოდ, მაშინ გვცემდნენ და გვაპატიმრებდნენ, ზოგჯერ გვკლავდნენ კიდევაც. ახლა კი, მადლობა ღმერთს, უფრო დახვეწილი მეთოდები აქვთ და ცდილობენ პოლიტიკურად გაგვანადგურონ. მაგრამ არა უშავს, ჩვენ გავუძლებთ!

– ვინ არიან თქვენი მოწინააღმდეგეები და მოკავშირეები?

– ჩვენი მოკავშირე ქართველი ხალხია. ქართველი ხალხის უმრავლესობა ჩემ მიერ დეკლარირებულ პოზიციას იზიარებს. ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები, კონფლიქტების მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, საქართველოს უბლოკო სტატუსი, სასამართლო ხელისუფლებისა და მედია-საშუალებების დამოუკიდებლობა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია ბევრი ადამიანის პოზიციას ემთხვევა და ეს გარღვევა მაინც შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით ეს ადვილი არ იქნება, რადგან ყველაფერი საარჩევნო კომისიების დონეზე კონტროლდება. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს

მოწინააღმდეგე ძალიან ბევრი გვყავს. არ ვიცი, ეს ჩვენი სიძლიერეა თუ სისუსტე, მაგრამ პრაქტიკულად ყველა გვებრძვის. ხშირად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ არის. ანუ, სააკაშვილი და მისი გუნდი, ივანიშვილი და მისი გუნდი, ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ხან ხელისუფლებაში იყო, ხან კი მის გარეთ. ხელისუფლებაში ბურჯანაძის მოსვლის ბევრს ეშინია, რადგან იციან, რომ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ის, ვინც კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, აგებს. ვინც ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს — ჩამოშორდება. ვინც საქმე უნდა აკეთოს — საქმეს გააკეთებს. ამიტომაც ბევრს ეშინია ჩვენი.

– აპირებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და გყავთ თუ არა თბილისის მერის კანდიდატურა?

– არა, მერის კანდიდატი ჯერჯერობით არ გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ ცხრა თვე დარჩა, მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ადრეა. რადგან ამ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 

© Sputnik / Levan Avlabreliპარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე
პარტია  დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩვენებს, რთულია რაღაცის თქმა. რადგან ამჟამად ბატონ ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად იყიდა ქვეყანა და ის ჯიბეში ჩაიდო, და რომელიც ქვეყანას, როგორც ერთი ადამიანის საწარმოს, ისე მართავს, საპრეზიდენტო ინსტიტუტის პრაქტიკულად გაუქმება და პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორებების შეტანა სურს. ანუ, ამჟამად პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო არჩევნების გზით აირჩევა, შესწორებების თანახმად კი პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არანაირი აზრი არ ექნება, რადგან არც „ნაციონალური მოძრაობიდან“, არც „ქართული ოცნებიდან“ მხარს არავინ დამიჭერს, ვერც კი გაბედავენ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები არ გავა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს – საქართველო ფეოდალურ სახელმწიფოდ გადაიქცევა, სახელმწიფოდ, რომელიც ერთ ადამიანს ემორჩილება, რომელიც მოსახლეობის სიღარიბის ფონზე მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ხეები ერთი რეგიონიდან საკუთარ ბოსტანში გადააქვს. ამიტომაც იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ამის წინააღმდეგ სერიოზულად ვიბრძოლებთ. და თუ პირდაპირი არჩევნების საშუალება შენარჩუნდება, ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ.

– რაც შეეხება უბლოკო სტატუსს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

– თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე ვხედავ, რომ სადღეისოდ საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივა არ გააჩნია, თუნდაც ეს რომ რეალური გახდეს, მიმდინარე სიტუაციაში ეს საქართველოსთვის მომგებიანი კი არა, ზიანის მომტანიც კი იქნებოდა, რადგან ჩვენ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. საქართველო ორი დაპირისპირებული მხარის პოლიგონად რომ იქცეს — ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნება. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს

ამიტომაც საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივა გამოვაცხადეთ. ეს არის გზა რუსულ–ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზა, საქართველოში ვითარების გაუმჯობესების გზა. 

– რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილებოდა. როგორია თქვენი პოზიცია?

– ჩემი პოზიცია არის ის, რომ აფხაზებსა და ოსებს უნდა ველაპარაკოთ. მე ადრეც ვამბობდი, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკის გარეშე ამ ტერიტორიებისთვის კონსტიტუციაში რაიმე სტატუსის მინიჭება არასწორია, მათი აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. 

© Sputnik / Levan Avlabreliპარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე
პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე

ეს იმაზე მეტყველებს, რომ რაღაცას ვაკეთებთ ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ეს არასწორია. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წელი უკვე დაკარგა და ახლაც არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს პირდაპირი დიალოგი შედგეს. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი შედგეს, ასევე რუსებთან პირდაპირი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესება მოხდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ რეგიონებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში რაიმე სტატუსის ჩაწერა.

– რა უშლის ხელს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას?

– შიში, რომ რაიმე არ მოხდეს. შიში, რომ დასავლელი პარტნიორები გაუბრაზდებიან, არ მისცემენ ფულს, მხარს არ დაუჭერენ, ფულს წაართმევენ. რადიკალური, წინგადადგმული ნაბიჯის შიში. არაკომპეტენტურობა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვს

– როგორ აფასებთ ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

– ეს არის პოზიტიური სიგნალი ევროპარლამენტის მხრიდან. რაც უფრო მეტი საშუალება ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. გამიხარდებოდა, რომ იგივე ამბავი მოსკოვიდანაც შევიტყოთ, რომ რუსეთში წასასვლელადაც არ იყოს საჭირო ვიზები.

ვიტყვი ასე, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის ფაქტი პოზიტიურია, მაგრამ ეს ატეხილი აჟიოტაჟი უადგილოა. რადგან ეს არის მოკლევადიანი, თანაც არასამუშაო ვიზები. და, მეორე, ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალი კი არ დაგვიბრუნებია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია წავიდე სოხუმსა და ცხინვალში არა უცხოელის სტატუსით, არამედ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში დავდივარ, ვიდრე პარიზში ან ბრიუსელში წავიდე. პარიზში სიარული კი მიყვარს, მაგრამ ცხინვალი და სოხუმი მირჩევნია.

– პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს არ გამორიცხავს. აქამდე რატომ არ მოხდა ეს? რა უშლის ხელს ამას?

– ხელს საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად სულელური პოზიცია უშლის. რადგან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა, მეორე დღეს საქართველოს მხრიდან იყო ისეთი რეაქცია, თითქოს არც გვითხოვია რუსებისგან: „თუ უნდათ, გააუქმონ“. ასეთი სულელური, მეტი რომ არ ვთქვა, პასუხის შემდეგ პუტინის ადგილზე სავიზო რეჟიმს აღარ გავაუქმებდი. 

© SPUTNIK/ АЛЕКСЕЙ НИКОЛЬСКИЙ ნინო ბურჯანაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ნინო ბურჯანაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

– როგორ განვითარდება ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი გახდა?

– იცით, ბატონი ტრამპის წინააღმდეგ ატეხილი ასეთი ისტერია არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. მე შეიძლება ჩემი დამოკიდებულება გამაჩნდეს, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. ამერიკელებმა აირჩიეს ტრამპი, აირჩიეს მისი პოზიცია და, აი, ეს გაუგებარი აქციები, რაც ხან ბრიუსელში, ხან პარიზში, ხან ლონდონში ტარდება… ჩვენი საქმე არ არის რას გააკეთებს და იტყვის ამერიკელი პრეზიდენტი, მით უმეტეს, საკუთარი სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის შესახებ.

რა უფლება გვაქვს გამოვიდეთ ქუჩაში და ვიყვიროთ, რომ ტრამპი არ არის მართალი, როდესაც ის მიგრაციის კუთხით რაღაც კანონებს აწესებს? ეს ამერიკული სახელმწიფოსა და ხალხის საშინაო საქმეა. თუ უნდათ, პროტესტი ამერიკელებმა გამოხატონ. ევროპელები და ქართველები რატომ უნდა მართავდნენ საპროტესტო აქციებს?

ჩვენთვის მთავარია, როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ტრამპი. ის ისტერია, თითქოს ტრამპი ლამის კრემლის აგენტად შერაცხეს, სამარცხვინოა როგორც ამერიკისთვის, ისე ევროპისთვის. ამერიკელებისთვის სირცხვილია, როდესაც ამბობენ, რომ პუტინი მათ არჩევნებში ჩაერია და ტრამპს მოგებაში დაეხმარა. ასეთ სირცხვილს ვერც კი წარმოვიდგენდი. მე ვთვლი, რომ ტრამპი თავისი ქვეყნის პატრიოტია. მიმაჩნია, რომ ის ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ, როგორც განაცხადა, ამერიკა დიდებულ ქვეყნად აქციოს. და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის შეერთებული შტატების ინტერესებს დაიცავს და არა რუსეთის, საქართველოს ან საფრანგეთის. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლება ახალ გლობალურ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება

მიმაჩნია, რომ რასაც აცხადებს ტრამპი, რუსეთთან უნდა ვიმეგობროთო, ეს გონიერი პოლიტიკაა. ამაში მას წარმატებას ვუსურვებდი, რადგან თუ რუსეთი და აშშ ურთიერთობებს დაალაგებენ, სამყარო უკეთესი გახდება. „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთად თუ შეებრძოლებიან, ის აღარ იარსებებს. ის საშინელი კადრები, როდესაც ბავშვებს მხოლოდ იმიტომ აჭრიდნენ თავებს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ამერიკელებსა და რუსებს ამ ბოროტების წინააღმდეგ ეთანამშრომლა, აი ეს იყო სამარცხვინო. იმედია, რუსეთისა და აშშ–ის დამეგობრების შემთხვევაში ეს სამარცხვინო ვითარება არ გამეორდება. თუ პუტინსა და ტრამპს შორის პირდაპირი კონტაქტი დამყარდება, ეს არა მარტო რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის იქნება კარგი, ეს მთელი მსოფლიოსთვის იქნება კარგი და, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

– ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ რუსეთისა და აშშ-ის სერიოზული დაახლოება საქართველოს ინტერესებს ზიანს მოუტანს. ამას ეთანხმებით?

– რა თქმა უნდა, არა. ეს ზიანს გარკვეულ პოლიტიკოსებს მოუტანს, რადგან ისინი თავის კარიერას და ფინანსურ მდგომარეობას რუსეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირებაზე აგებდნენ, გარკვეული დასავლური წრეების მხარდაჭერას მოიპოვებდნენ, როდესაც ანტირუსულ დროშას აფრიალებდნენ და პუტინს უწმაწური სიტყვებით ლანძღავდნენ. ნორმალური ადამიანებისთვის ეს გაუმჯობესება მხოლოდ სასარგებლო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0