ხელოვანი ქალბატონების მიერ გაცოცხლებული თუშური ხელსაქმის ტრადიცია

გამოწერა

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისთვის“ სოციალური საწარმო „თუშეთი“ დააფუძნა, რომელშიც 18 არაჩვეულებრივი ქალბატონია დასაქმებული.

ალვანელი ქალბატონები ტრადიციული თუშური მეთოდებით ამუშავებენ მატყლს, თექას და ქსოვენ ფარდაგებს, ულამაზეს შარფებს, ჟილეტებს, ქვედაბოლოებს, კაბებს, ტრადიციულ  სვანურ, თუშურ ქუდებს, წინდებს, გამაშებსა და სხვას. ამის პარალელურად, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობას. ყველაფერ ამაზე ვრცლად ორგანიზაცია,,ქალები სამართლიანობისთვის“ თავჯდომარე ქალბატონი ნათია ქევხიშვილი გვესაუბრება.

© FB/Qalebi Samartlianobistvisორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისთვის“ თავჯდომარე ნათია ქევხიშვილი
ორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისთვის“ თავჯდომარე ნათია ქევხიშვილი  - Sputnik საქართველო
ორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისთვის“ თავჯდომარე ნათია ქევხიშვილი

„არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ 2013  წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროექტს „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“ ფრიდრიხ ებერტის გერმანული პოლიტიკური ფონდის მხარდაჭერით. 

ჩვენი ორგანიზაციის  მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, მათი როგორც საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, ისე  პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა. ვუტარებთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ვეწევით არაფორმალურ განათლებას.

© FB/ სოციალური საწარმო თუშეთითექის პატარა ჩანთები
თექის პატარა ჩანთები - Sputnik საქართველო
თექის პატარა ჩანთები

„ქალები სამართლიანობისთვის“  მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან. ჩვენს ორგანიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაიონებსა და სოფლებში აქვს ერთეულები, რომლებსაც „ქალთა სახლი“ ჰქვია.

ახლა, რაც შეეხება სოფელ ქვემო ალვანსა და სოციალურ საწარმო „თუშეთს“. 2015 წელს თელავში სწორედ ასეთი ტრენინგების დროს რამდენიმე ახმეტელი ქალბატონი  შევარჩიეთ. მერე მათი საშუალებით ალვანელმა, თუშმა ქალბატონებმაც შეიტყვეს, რომ თელავში პიროვნული განვითარების, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური აქტივობის ტრენინგი ტარდებოდა და დაახლოებით ათამდე ქალბატონი დაგვესწრო ამ ტრენინგებზე. ცხრა დღე ვიმუშავეთ მათთან და ამასობაში გარკვეული ურთიერთობებიც ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ტრენინგებით არ შემოიფარგლება და ამით არ მთავრდება. მათთან მუშაობა გრძელდება და ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან რჩება. შემდეგ ეტაპზე უკვე იმაზე ვზრუნავთ და ვმუშაობთ, რომ სოფლად  ქალების ეკონომიკურად გაძლიერება მოხდეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ჭირს. ამიტომ დღეს ყველაზე პრიორიტეტული არის ის, რომ ვასწავლოთ ამ ქალებს ადგილებზე  სოციალური საწარმოების, კოოპერატივების დაარსება, რათა თავადვე შექმნან დოვლათი, მოიყვანონ მოსავალი და საკუთარ ოჯახებსაც გამოადგნენ და ქვეყნის გაძლიერებაშიც შეიტანონ წვლილი.

სოფელ ქვემო ალვანში აქტიური ქალბატონების ინიციატივით დავაფუძნეთ „ქალთა სახლი“, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ეკა ტაბახმელაშვილი.

მოგეხსენებათ, ქვემო ალვანში ძირითადად თუშები ცხოვრობენ, რომლებიც მესაქონლეობას, მეცხვარეობას მისდევენ. მათი ტრადიციული ხელსაქმე მატყლის დამუშავებაა, საიდანაც შალის ძაფსა და თექას იღებენ. სწორედ ამ ქალბატონებისგან წამოვიდა ინიციატივა, გაგვეხსნა სახელოსნო. მაგრამ თანხების მოძიება ძალიან რთული გამოდგა.

© FB/ სოციალური საწარმო თუშეთითექაზე შესრულებული ნახატი
თექაზე შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
თექაზე შესრულებული ნახატი

ჩვენმა ორგანიზაციამ  ხელი შეუწყო მათ, დაეფუძნებინათ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისა და ცვლილებებისთვის“, რომლის ფარგლებშიც დავეხმარეთ სრულყოფილი პროექტის მომზადებაში. შემდეგ ამ პროექტით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან  არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდს მიმართეს, რომელსაც ბატონი ირაკლი ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. პროექტმა გაიმარჯვა და გრანტის სახით 22 795  ლარი მიიღო.

© FB/ სოციალური საწარმო თუშეთითექის ჩანთები ქალბატონებისთვის
თექის ჩანთები ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
თექის ჩანთები ქალბატონებისთვის

სწორედ ეს  თანხა მოხმარდა საწარმოს აღჭურვას, კეთილმოწყობას, ნედლეულის შეძენას, პედაგოგების ანაზღაურებას. კვალიფიციურ პედაგოგთა ჯგუფი ჰყავდათ დაქირავებული, რომლებმაც ახალგაზრდა ქალებს  საფუძვლიანად შეასწავლეს თექის დამუშავება და მისგან ნაკეთობების დამზადება.

ამ საწარმოში ყველაფერი ხელით იქმნება, ხოლო  მასალები იღებება ბუნებრივი საღებავებით.

— ძირითადად რას ამზადებენ?

— საწარმოში დაახლოებით 30 სახეობის პროდუქციას ქმნიან. ქალბატონებისათვის ქსოვენ ულამაზეს შარფებს, ჟილეტებს, ქვედაბოლოებს, კაბებს, ტრადიციულ  სვანურ, თუშურ ქუდებს, წინდებს, გამაშებს. ასევე ტრადიციული მეთოდით იქსოვება ფარდაგები, ხალიჩები, გობელენები, მზადდება ძალიან ბევრი სახეობის სუვენირი.

გვინდა ბოლომდე დავიხარჯოთ, დავუდგეთ გვერდში ამ ქალბატონებს, რათა გახდნენ პოპულარულები და  საწარმოში შექმნილი ნამუშევრებით ბაზარი დაიპყრონ.

© FB/ Social Enterprise Tushetiგობელენზე შესრულებული ნახატი
გობელენზე შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
გობელენზე შესრულებული ნახატი

რამდენიმე დღის წინ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა თბილისის საკრებულოში ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დაარსებული სოციალური საწარმოების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ჩვენი საწარმო „თუშეთი“ წლის საუკეთესო საწარმოდ დასახელდა ნომინაციაში „ყველაზე მეტი დასაქმებული ქალი“ და პრიზი გადაეცა.

საწარმოსთვის და საწარმოში დასაქმებული ყველა ახალგაზრდა ქალებისთვის ეს დიდი მოტივაციაა.

© FB/ სოციალური საწარმო თუშეთიგობელენზე შესრულებული ნახატი
გობელენზე შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
გობელენზე შესრულებული ნახატი

— რამდენი ქალია  გაერთიანებული ამ საწარმოში?

— საწარმოში დასაქმებულია 18  ქალი, რომლებსაც ჰყავთ მოწაფეები — ოთხი-ხუთი მაინც — რადგან ეს არის ტრადიციული ხელსაქმე, რომელიც უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს ინოვაციური მეთოდებით. მათ არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც უნდა მიიღონ გამოფენებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალგაზრდებს უფასოდ  ასწავლიან, რომლებიც შემდეგ თავადაც ერთვებიან პროცესში.

— რამდენად მნიშვნელოვანია ამ საწარმოს არსებობა იქაური ახალგაზრდებისთვის?

© FB/ სოციალური საწარმო თუშეთითუშური ნაქსოვი წინდები
თუშური ნაქსოვი წინდები - Sputnik საქართველო
თუშური ნაქსოვი წინდები

— ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც. ფაქტობრივად, მთელი სოფელია ბენეფიციარი. საწარმოში ძირითადად ის ქალები გვყავს დასაქმებული, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ და ფულად შემწეობას არ იღებენ. ასევე  გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალიან საყვარელი გოგონა, სახელად ხატია, რომელიც  არაჩვეულებრივად ხატავს და საწარმოში შექმნილი ყველა ესკიზი მას ეკუთვნის.

ისევე როგორც საქართველოს თითქმის ყველა სოფლიდან, ალვანიდანაც ხშირად მიდიან დიასახლისები უცხოეთში სამუშაოდ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 5–6 ალვანელ ქალს მაინც გადავაფიქრებინეთ საზღვარგარეთ წასვლა და, რომ იტყვიან, გზიდან მოვაბრუნეთ.

ეს ქალები დილით რომ იღვიძებენ და ეზო-კარს მიხედავენ, მერე ხალისით გადიან სახლიდან სამუშაოდ. ბედნიერებას ანიჭებთ ის, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებენ, ქმნიან ულამაზეს ნივთებს, აქვთ შემოსავალი და ტრადიციასაც აგრძელებენ.

სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ საწარმო გავაფართოვოთ და ახალგაზრდა თაობას ტრადიციული ლეიბის, საბნების კერვა ვასწავლოთ. გვინდა, რომ ჭრა–კერვის კურსებიც ფუნქციონირებდეს სახელოსნოში.

— ახალგაზრდები რამდენად არიან დაინტერესებული ძველი ტრადიციული ხელსაქმის შესწავლით?

— ძალიან ბევრს აქვს ამის სურვილი. განსაკუთრებით მათ, ვინც მიზეზთა გამო უმაღლესში ვერ ჩააბარა. ვისაც კი ვასწავლეთ საქმე, პროექტის ფარგლებში დღემდე მუშაობენ.

დღეს სოფელი, ფაქტობრივად დაცლილია. თუ ვინმე ახალგაზრდა არის იქ დარჩენილი, რომელიც სკოლას ამთავრებს და ჯერ არ გადაუწყვეტია, სად წავიდეს და რა გააკეთოს, მას ძალიან დიდი მოტივაცია აქვს, მოვიდეს ამ სახელოსნოში, დაეუფლოს ხელობას და გაიჩინოს საკუთარი შემოსავალი.

— მატყლისგან თექას თვითონ ამზადებენ?

— კი, რა თქმა უნდა. მხოლოდ მატყლს ყიდულობენ შპს „თუშეთისგან“, რომელსაც თავად ამუშავებენ, რომ თექად იქცეს. 

წელს მთაშიც კი იყვნენ წასულები ბალახის, ფესვებისა და ფოთლების შესაგროვებლად. მერე მთელი წელი მუშაობენ, რომ საღებავები დაემზადებინათ და მატყლი შეეღებათ. ბუნებრივი საღებავი, მანქანაში ხარშვის რეჟიმზეც რომ გარეცხოთ ნაკეთობა, მატყლი კი შეიცვლის ფორმას, მაგრამ ფერს არ დაკარგავს. რაც მთავარია, ასეთი საღებავი სრულიად უვნებელი და უსაფრთხოა.

— სამომავლო  გეგმებზეც  გვიამბეთ.

— სამომავლოდ  ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდთან ერთად (ურომლისოდაც ეს საწარმო ვერ იარსებებდა) დიდი გეგმები გვაქვს შემუშავებული. უკვე მზად გვაქვს და როგორც კი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, მაშინვე წარვადგენთ პროექტს საწარმოს გაძლიერების შესახებ.

გარდა ამისა, კვლავაც გავნაგრძობთ ტრადიციული ხელსაქმის უფასო სწავლებას და ხელს შევუწყობთ კიდევ სხვა მრავალი თუშური ტრადიციის გადარჩენასა და  ინოვაციურ განვითარებას.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდს, მის დირექტორს ბატონ ირაკლი ჟორჟოლიანს და ფონდის ყველა თანამშრომელს, რომ მოიწონეს, გაიზიარეს  ჩვენი პროექტის იდეა და ამით  საშუალება მოგვცეს, მიგვეღო გრანტი საწარმო „თუშეთის“  აღჭურვისათვის, ნედლეულის შეძენისა და პროფესიონალი პედაგოგების დაქირავებისათვის.





ყველა ახალი ამბავი
0