ელიზბარ ჯაველიძე

ელიზბარ ჯაველიძე: თინა ხიდაშელი ისე დაბრძანდება, თითქოს თამარ მეფე იყოს

711
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწევს არჩევნებში. როგორ აფასებს „რესპუბლიკელების“ შანსებს და ზოგადად, მათ მოღვაწეობას, აკადემიკოსი ამის შესახებ „sputnik“-ს ესაუბრა:

ელიზბარ ჯაველიძე: ვერ გეტყვით რესპუბლიკური პარტია დატოვებს თუ არა კოალიციას, მაგრამ გეტყვით ქართველი ხალხის განწყობას — სრულიად საქართველო, თითქმის ყველა, უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს რესპუბლიკური პარტიის მიმართ. პიროვნულად არავისთან არ მაქვს ჭიდილისა და ბრძოლის სურვილი. მე ვუპირისპირდები იმ ადამიანებს, ვის მოღვაწეობაშიც ვხედავ ანტიქართულ დამოკიდებულებას. „ოცნებაში“ ბევრი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია არის ძალა, რომელსაც ევროპისკენ მიჰყავს საქართველო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არ არის სწორი აზრი. რესპუბლიკური პარტია გახლავთ შედგენილი ადამიანთანაგან, რომლებიც მხოლოდ თავის სავარძელზე ფიქრობენ და ამიტომ ცდილობენ, წინ წამოწიონ, თითქოს ევროპელები არიან აზროვნებით. ეს არის მტკნარი სიცრუე… თინა ხიდაშელი ისე დაბრძანდება, თითქოს თამარ მეფე იყოს, მისი მეუღლეუსუფაშვილი — დავით სოსლანი, ხოლო ძმები ბერძენიშვილები დიდვეზირობასიჩემებენ…ჭეშმარიტი ადამიანი, ვისაც სამშობლო და ქვეყანა უყვარს შეუძლებელიავერ ვხვდებოდეს, რაშია საქმე. ამ ადამიანებს, ვინც ევროპაზე და ევროპის კულტურაზე თავს დებენ, რეალურად წარმოდგენა არ აქვთ ნამდვილევროპულ ღირებულებულებებზე.მათი აზრით, ადამიანური თავისუფლება უდრის ცხოველურ თავისუფლებას. ის ქადაგება, რასაც დღეს გვკარნახობენ,  არის ადამიანის გაცხოველება; წინ წამოწეულია ისეთი ცნებები, რაც არა მარტო მართლმადიდებლობისთვის, არამედ საერთოდ ადამიანისთვის არის მიუღებელი. 

- როგორ აისახება „ქართული ოცნების“ რეიტინგზე რესპუბლიკური პარტიის გასვლა კოალიციიდან?

— რაც უფრო მალე განთავისუფლდება „ოცნება“ რესპუბლიკელებისგან, მით უკეთესია მისთვის. რესპუბლიკელებთნ ერთად არჩევნებში გასული „ოცნება“ 15 %-ს ვერ მიიღებს, ხოლო მისგან გათავისუფლებული, გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

- რას უკავშირებთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას?

— პირველ რიგში გეტყვით, რომ უზნეობაა და დაუშვებელია ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მერე მისი გადაღება-გამომზეურება. არ შეიძება ადამიანის სარეცელში ძრომიალი. ნაციონალების დროს, ჩვენ თვალწინ შეიქმნა სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანი იყო ერთი — ადამიანების დაშინება და მოთოკვა. გადაღებულია უამრავი კადრი, რომელთაგან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სახელმწიფომ გაანადგურა. მიმაჩნია, რომ დანაშაული იყო ამ კადრების განადგურება. სამწუხარო ისაა, რომ ეს კადრები არ განადგურებულა და მათ ხელში დარჩა, ვინაც ეს სახელმწიფო მექანიზმი შექმნა. ამასთან, მეორე მხარეა საინტერესო: სადამდე დადის ადამიანის უზნეობა? პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანი შეზღუდული უნდა იყოს თავის ქცევებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვარ მომხრე კადრების აფიშირების, მაგრამ კადრებში მონაწილე პირებს, ნამდვილად უნდა აწუხებდეთ თავის მიერ ჩადენილი საქციელი. მერე გამოდიან და ჩვენ ზნეობას გვკითხავებენ. 

- კადრების გასაჯაროების უკან რამდენად ხედავთ პოლიტიკურ ინტერესებს?

— სასაცილოა, ყველაფერს პოლიტიკას რომ აბრალებენ. სინამდვილეში კი თავისი უზნეო პირადი ცხოვრების გამო ემართებათ ყველაფერი. და კიდევ, ვისაც ასეთი რამ აქვს ჩადენილი, არათუ პოლიტიკაში, საქართველოში არ უნდა გაჩერდეს; უნდა რცხვენოდეს გარეთ გამოსვლის. როდესაც ზნეობას უგულებელვყოფთ, ცხოველები ვხდებით. ამიტომ არის რომ დღეს თავდაყირა დგას ყველაფერი…

თენგიზ ჩოჩუა

711