გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია

კორძახია: ბაია გადაბაძე გია გაჩეჩილაძის დისკრედიტაციას ბინძური ხერხებით ცდილობს

173
(განახლებულია 14:27 05.02.2016)
რა პროცესები მიმდინარეობს ტელეკომპანია „მაესტროში“, აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ ინტერესებს და რატომ გასცდა მფლობელებს შორის დაპირისპირება სამართლებრივ ჩარჩოებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია „Sputnik“-ს ესაუბრა:

  თენგიზ ჩოჩუა

— აღნიშნული პროცესი ნამდვილად არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საუბარია პარტნიორთა შორის დავაზე. ერთ პარტნიორს სურს „მაესტროს“ გაკოტრება. გია გაჩეჩილაძე კი ყველანაირად ცდილობს ამ პროცესს წინ აღუდგეს. გაჩეჩილაძემ შეცვალა დირექტორი იმ მიზნით, რათა ახალმა დირექტორმა შეიტანოს განცხადება სასამართლოში და  „მაესტრო“ არ გაკოტრდეს, მისი თანამშრომლები არ იქნან გათავისუფლებულები, არ შეუწყდეთ ხელშეკრულებები და ლიკვიდაციით არ დასრულდეს პროცესი. ჩვენი სურვილია, „მაესტრო“ გაძლიერდეს, გადარჩეს და აღარ მოხდეს ისე, როგორც ხდებოდა გადაბაძის დირექტორობის დროს, როცა ერთ დღეში 20-მა ჟურნალისტმა დატოვა „მაესტრო“.

- მაკა ასათიანის ადვოკატი და ბაია გადაბაძე აცხადებენ, რომ  სანამ არ მოხდება დარეგისტრირება, ლევან გაჩეჩილაძე ვერ ჩაითვლება კანონიერ დირექტორად. 

— ბაია გადაბაძე დღეს აღარ არის დირექტორი, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რადგან პარტნიორთა უმრავლესობამ ნოტარიუსის თანდასწრებით მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. შესაბამისად, გაფიცვას ვერ გამოაცხადებს ადამიანი, რომელიც აღარ მუშაობს. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს"გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირას დარეგისტრირდება და ამაში ბაია გადაბაძის განცხადება ხელს ვერ შეუშლის. ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, მესამე პირებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის კი ის დარეგისტრირების შემდგომ ჩაითვლება დირექტორად. 

- რამდენად კანონიერად ფლობს გია გაჩეჩილაძე დღეს „მაესტროს“ აქციების 55 %-ს?

— ბაია გადაბაძე აშკარად იჭერს მაკა ასათიანის მხარეს. დირექტორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვის რა წილი ეკუთვნის. გია გაჩეჩილაძე 55 %-ის კანონიერი მესაკუთრეა. უბრალოდ, ვერ გაყიდის მესამე პირზე. რეესტრში არის რეგისტრირებული შეზღუდვა, რომ მხოლოდ კომპანიას შეუძლია დაუბრუნოს ეს წილი. 

-გუშინ „მაესტრომ“ გაავრცელა „საკანი N5"-ის ვიდეომასალა, სადაც, როგორც თავად აცხადებენ, გია გაჩეჩილაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. 

— ეს არის ბინძური ხერხები. არ მგონია, ეს ჟურნალისტების გადაწყვეტილება ყოფილიყო. ეს ალბათ, გააკეთა გადაბაძემ, თავისი გავლენით. ეს გახლავთ ბინძური კამპანია გია გაჩეჩილაძის დისკრედიტაციისთვის. ასეთი იაფფასიანი ხერხებით გია გაჩეჩილაძე ნამდვილად არაფერს წააგებს.


173
თემები:
დავა ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ (11)
თემაზე
ისმინეთ ჩვენი ხმა, „მაესტრო“, ანუ ახალი სკანდალი საქართველოში