ვიზუალური ტესტი

ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: ვინ და როგორი ხართ სინამდვილეში

515
(განახლებულია 22:20 15.07.2021)
შვეიცარიელი ფსიქიატრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი წრეს ფსიქიკის ურღვევობისა და ადამიანის „მეს“ სიმბოლოდ მიიჩნევდა.

თანამედროვე ფსიქოლოგიაც იგივე აზრისაა.

ეს ვიზუალური ტესტი, რომელიც სწორედ წრეებისგან შედგება, დაგეხმარებათ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი ცხოვრებისა თუ გარშემო მყოფებისადმი, როგორი პიროვნება ხართ და როგორია თქვენი შინაგანი სამყარო.

ამისათვის საჭიროა დახედოთ შემოთავაზებულ ვარიანტებს და აარჩიოთ ის წრე, რომლის შიგნითაც ისურვებდით ყოფნას.

სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

აირჩიეთ წრე - ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი
აირჩიეთ წრე - ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი

წრე №1 — ევოლუცია

ეს წრე უწყვეტი ზრდისა და ევოლუციის სიმბოლოა. მისი თავისებურება ისაა, რომ წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ხაზით იწყება და თანდათან სქელდება. ამასთან ჩაკეტილი არ არის.

თუ ეს წრე აირჩიეთ, იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით ვითარდებით, სულ უფრო გამოცდილი ხდებით და თანაც ამ განვითარება-გამოცდილებას საზღვარი არ აქვს.

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ისწავლოთ და შეიმეცნოთ რაღაც ახალი, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში თქვენთვისვე უცნობი მხარეები და უნარები. და, სხვათა შორის, ეს შესანიშნავად გამოგდით კიდეც.

წრე №2 — თავისუფლება

ეს წრე ერთადერთია შემოთავაზებულებს შორის, რომელსაც გარე ელემენტები აქვს. შესაბამისად, თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენც გაქვთ რაღაც ისეთი, რაც ნაცრისფერი მასისგან გამოგარჩევთ.

ამასთან საკმაოდ მყარად დგახართ ფეხზე და კარგად იცით რა გსურთ ცხოვრებისგან. ყველაფერზე საკუთარი თვალსაზრისი გაქვთ და არავის მისცემთ უფლებას, თავს მოგახვიოთ თავისი მოსაზრებები.

მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად ახერხებთ ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვას. თითქმის არასდროს მიგყავთ საქმე კონფლიქტამდე და მშვიდობიანად აგვარებთ კონფლიქტებს. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება და სამსახურსაც.

წრე №3 — ოჯახის უზენაესობა

როგორც ხედავთ, ამ წრის შიგნით ხე არის — რაღაც მონუმენტურისა და ურყევის სიმბოლო.

თუ ეს წრე აირჩიეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხე ფსიქოლოგიაში ხშირად არის გაიგივებული ოჯახთან და მის ფასეულობებთან, ე.ი. თქვენთვის მთავარი სწორედ ოჯახია. დარწმუნებული ხართ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და ჰარმონია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გვერდით მოიპოვება. ამასთან თავად ხართ თქვენი ოჯახისა და ახლობლების უმტკიცესი საძირკველი და დამცველი.

და კიდევ, რადგან ეს წრე ჩაკეტილი არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გახსნილი ხართ ცვლილებებისა და გარე სამყაროსთვის.

წრე №4 — სიმტკიცე

ამ წრის ცენტრში ლოტოსია — მცენარე, რომელსაც შეუძლია ურთულეს პირობებში აღმოცენდეს და უმშვენიერეს ყვავილად გაიშალოს.

თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. საოცრად მტკიცე ხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ სიძნელეს გაუმკლავდეთ და მაინც მიაღწიოთ სასურველს, მიუხედავად ყველაფრისა.

ამასთან გახასიათებთ ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, სირთულეებს თქვენთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

წრე №5 — საზღვრის რაობა

ეს ერთადერთი ჩაკეტილი წრეა შემოთავაზებულებს შორის. თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს ადამიანის „შემოსაზღვრულობაზე“, ანუ შეზღუდულობაზე. პირიქით.

თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს განვითარება, მოგზაურობა, გარემომცველი სამყაროს შეცნობა. ამავდროულად მკაფიოდ შემოსაზღვრავთ პირად სივრცეს და ამ საზღვრის გადაკვეთის უფლებას ყველას არ აძლევთ.

ირგვლივ მყოფებს ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე ადამიანი ჰგონიხართ და მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან, როგორი ხართ სინამდვილეში.

წრე №6 — არასტანდარტული აზროვნება

ეს წრე თითქოს ერთბაშად რამდენიმე წრისგან შედგება, რაც არასტანდარტულ აზროვნებაზე მეტყველებს.

თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. კრეატიული ადამიანი ხართ, გაქვთ მოქნილი გონება და დიპლომატიური უნარებით გამოირჩევით. გაგაჩნიათ დარწმუნების ძალა და შესანიშნავად ერგებით ახალ პირობებს.

ამასთან გიყვართ, ყველაფერი თქვენებურად გააკეთოთ — წესებიც დაარღვიოთ და ძველ დოგმებს შეეწინააღმდეგოთ. და გამოგდით კიდეც, სხვათა შორის.

515
თემები:
ტესტები (224)
მოზარდი სიბნელეში

ფსიქოლოგიური ტესტი: რას უმალავთ ახალ ნაცნობებს და რატომ?

386
(განახლებულია 19:29 21.07.2021)
საწინააღმდეგო სქესთან გაცნობისას თითოეული ადამიანი ცდილობს (შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად), რომ გარკვეული კუთხით წარმოჩინდეს — დამალოს ის, რაც თავის ნაკლად მიაჩნია და აჩვენოს ის, რასაც პლუსად უთვლის თავს.

ქვემოთ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ დაადგინოთ, რის დამალვას ცდილობთ გაცნობისას, რა გძაბავთ ახალ ადამიანთან ურთიერთობებში და რის გაკონტროლებაზე ხარჯავთ დიდ ენერგიას.

იმისათვის, რომ ტესტის პასუხები მაქსიმალურად ზუსტი იყოს, საჭიროა გამორთოთ ლოგიკა, მაქსიმალურად მოდუნდეთ და გაიხსენოთ, როგორ გრძნობთ ხოლმე თავს, როდესაც ახალ ადამიანს ეცნობით, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. შემდეგ დახედეთ ქვემოთ შემოთავაზებულ ფოტოებს და ინტუიციურად აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას.

სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

თუ ერთის გარდა სხვა სურათიც იგივე ძალით გიზიდავთ, შეგიძლიათ მეტიც აირჩიოთ. ხოლო თუ ფოტოებიდან არცერთმა არ დაიმსახურა თქვენი ყურადღება, ე.ი. მათ შორის თქვენი ვარიანტი უბრალოდ არ არის.

ფსიქოლოგიური ტესტი: რას უმალავთ ახალ ნაცნობებს?
ფსიქოლოგიური ტესტი: რას უმალავთ ახალ ნაცნობებს?

თუ აირჩიეთ:

სხვენი — ე.ი. არ გსურთ ახალ ნაცნობს თქვენი წარსულის შესახებ რამე უამბოთ. რატომღაც გინდათ, რომ ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები არავის გაუზიაროთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ძალიან უსიამოვნო და მტკივნეულია თქვენთვის, ან იმიტომ, რომ ძალიან ბობოქარი წარსული გქონდათ და ახლა ცდილობთ „წესიერი ადამიანის“ შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ასეა თუ ისე, წარსულის დაფარვამ შეიძლება დიდი ეჭვები გაუჩინოს ახალ ნაცნობს. ამიტომ იქნებ ღირდეს, განვლილი ცხოვრების შესახებ ისე უამბოთ მას, რომ დეტალებს არ ჩაუღრმავდეთ და ამით ზედმეტი და არასაჭირო ეჭვები თავიდან აიცილოთ.

შველი — ე.ი. არ გსურთ საქვეყნოდ გამოფინოთ, რომ დაუცველი, მორცხვი და ერთგვარად მშიშარა ადამიანი ხართ. შესაძლოა ამის დასამალად მოჩვენებით თავდაჯერებულობასაც კი მიმართავთ ხოლმე, მაგრამ სულის სიღრმეში ნამდვილად ვერ გრძნობთ თავს ესოდენ ყოჩაღად. და, კიდევ, ცდილობთ დამალოთ, რომ სითბოსა და ალერსის, ფაქიზი მოპყრობის საჭიროებას განიცდით. 

დაფიქრდით, იქნებ სულაც არ ღირდეს თქვენი ნამდვილი ბუნების დამალვა? ხომ შეიძლება, თქვენი მორცხვობა და დაუცველობა ძალიანაც მიმზიდველი აღმოჩნდეს ახალი ნაცნობისთვის და ის თბილი გრძნობებით განიმსჭვალოს, გაუჩნდეს თქვენზე ზრუნვის სურვილი?

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ახალი ნაცნობისთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცეს ის ამბავი, რომ თავდაჯერებულობის უკან სინამდვილეში მშიშარა ადამიანი იმალება.

კიბორჩხალა — ე.ი. ახალი ნაცნობისგან თქვენი ცვალებადი, არამდგრადი ხასიათის დამალვა გსურთ. არ გინდათ, რომ თავქარიან, ქარაფშუტა, გაუბედავ და მერყევ ადამიანად ჩაგთვალონ, რომელიც ხშირად იხევს უკან.

მაგრამ დაფიქრდით, მართლაც ხართ კი ის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციას, აზრსა და გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობის თავზე აღებაა საჭირო? ან ისეთი, რომელიც ურთიერთობებს არ უფრთხილდება? იქნებ ასე იმიტომ გგონიათ, რომ მსგავსი საყვედურები ხშირად გსმენიათ ბავშვობასა თუ სიყმაწვილეში? დაუკვირდით, ხომ არ გერევათ ქარაფშუტობა უბრალო სიმსუბუქესა და სწრაფი ადაპტაციის უნარში?

თხილეული — ე.ი. ახალი ნაცნობისგან ცხოვრებისეული პრობლემებისა და სიძნელეების დამალვა გსურთ. ამაყი ბრძანდებით და მიგაჩნიათ, რომ საჭირო არ არის ყველამ იცოდეს, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის.

ერთი მხრივ, ეს ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანის პოზიციაა, მეორე მხრივ კი შეიძლება უბრალოდ გრცხვენოდეთ გაჭირვებისა და მიგაჩნდეთ, რომ შექმნილი მდგომარეობა თქვენი თავმოუბმელობის ბრალია.

სინამდვილეში კი დროდადრო ყველა ადამიანი აწყდება პრობლემებს და ეს სრულებით ნორმალურია. საჭირო არ არის, ამისთვის თავს კიცხავდეთ და ისე აჩვენებდეთ ხალხს თავს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. თანაც, როცა ადამიანი გულწრფელი არ არის, ეს იოლი ამოსაცნობია და ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ ახლო, თბილი ურთიერთობების დამყარებაში.

მარტოხე — ე.ი. ცდილობთ ახალ ნაცნობს თქვენი გაორებული ბუნება დაუმალოთ, ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ ეს მას დააფრთხობს. მაგრამ რას იზამთ, თუ თქვენში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი და გრძნობა ბუდობს?

ყველაზე მეტად მაშინ გიჭირთ, როდესაც ორ საწინააღმდეგო გრძნობასა თუ სურვილს შორის იგლიჯებით: „მიყვარს და მძულს“, „მასთან დარჩენა მინდა, მაგრამ უნდა წავიდე“. ამ შინაგან რყევებს შეუძლია დიდი ტანჯვა მოგაყენოთ.

ამიტომ შეეცადეთ შეხედოთ თქვენს გაორებულობას არა როგორც ნაკლს, არამედ როგორც ღირსებას. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და შეწყვიტეთ რაიმე ერთის არჩევა.

ვირთხა — ე.ი. ახალ ნაცობს შინაგან ტკივილებს უმალავთ. დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც პირდაპირ გულში დაგჭრათ და მძიმე მოგონებებზე ფიქრიც კი არ გინდათ.

გამორიცხული არ არის, იმ მძიმე ამბის შემდეგ ადამიანების ნდობა გიჭირდეთ. თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება არც ისე იოლი საქმეა.

ერთი მხრივ, შეიძლება არც იყოს საჭირო, რომ ყველას გაუხსნათ გულის კარი, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ამოგიდგებიან მხარში.

მოკლედ, ორი გზა გაქვთ: ან ყველასგან ჩაიკეტოთ, ან ცოტ-ცოტა გარისკოთ და ადამიანებთან ურთიერთობები დაამყაროთ.

რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ მწარე გამოცდილება მხოლოდ აძლიერებს ადამიანს და სიძნელეებთან გამკლავებას ასწავლის. 

386
თემები:
ტესტები (224)
სპორტსმენი ჯონ ფერბერნი ადამიანის თავის ტვინის გამოსახულებიანი მუზარადით

ხუთი სახეობის ჰობი, რომელიც ტვინს ავარჯიშებს

3734
(განახლებულია 18:19 07.06.2021)
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, გატაცება, რომელსაც სიამოვნებით მისდევს. ირკვევა, რომ არსებობს ისეთი გატაცებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ტვინის გავარჯიშებასთან.
3734
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0