მედიკამენტები

მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

1088
(განახლებულია 08:58 10.04.2021)
ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.

გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას. 

1088
სპორტსმენი ჯონ ფერბერნი ადამიანის თავის ტვინის გამოსახულებიანი მუზარადით

ხუთი სახეობის ჰობი, რომელიც ტვინს ავარჯიშებს

3128
(განახლებულია 18:19 07.06.2021)
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, გატაცება, რომელსაც სიამოვნებით მისდევს. ირკვევა, რომ არსებობს ისეთი გატაცებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ტვინის გავარჯიშებასთან.
3128
თემები:
სასარგებლო რჩევები
ნიღბიდან დანახული სამყარო

კოკოლოგია: იაპონური ფსიქოლოგიური ტესტი - ჩაწვდით საკუთარ თავს

312
(განახლებულია 18:09 02.06.2021)
ფსიქოლოგიურიტესტები „კოკოლოგია“ იაპონიაში წარმოიშვა. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური, წარმოსახვითი თამაშებია, რომლებიც ადამიანის ქცევების არსსა და მოტივებში წვდომას აადვილებს, წარმოაჩენს პიროვნების საინტერესო თვისებებს. 

ტესტების სახელწოდება წარმოდგება იაპონური სიტყვისგან „კოკორო“, რაც ადამიანის სულს, შინაგან სამყაროს, ჭკუას  ნიშნავს. 

ეს მსუბუქი, მარტივი ტესტებია, რომელიც წარმოსახვას ასტიმულირებს, ანუ ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს გარკვეული ვითარება და საკუთარი თავი ამ ვითარებაში. 

შეეცადეთ პასუხზე დიდხანს არ იფიქროთ. თუ რეალური სურათის მიღება გსურთ, მაშინვე მონიშნეთ ის პასუხი, რომელიც უფრო მიესადაგება თქვენს განწყობას. 

სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

1. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიდიხართ და გამძვინვარებული მონსტრების ჯგუფი შეგხვდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ისინი განრისხებული? 

  • A. შიათ და საჭმელს ეძებენ
  • B. დაკარგულ სიყვარულს ეძებენ
  • C. უბრალოდ ასეთი ტემპერამენტი აქვთ
  • D. სამყაროსგან არიან გარიყულები

2. სამხატვრო გალერეაში ნახატებს ათვალიერებთ. ერთ-ერთი მათგანი გხიბლავთ და დიდხანს უმზერთ მას. რა არის სურათზე გამოსახული?

  • A. ავტოპორტრეტი
  • B. კარიკატურა
  • C. აბსტრაქცია
  • D. პეიზაჟი

3. წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური საშლელი გაქვთ. რას წაშლიდით?

  • A. საკუთარ თავს
  • B. საყვარელ ადამიანს
  • C. ვიღაც მესამეს

4. ისევ იმავე გალერეაში ხართ. ერთ−ერთ ნახატს აღფრთოვანებული უყურებთ და  ამ დროს ვიღაც მამაკაცი გეუბნებათ:

  • A. რა ლამაზი ნახატია, არა?
  • B. მოგწონთ ეს ნახატი?
  • C. უკაცრავად, რომელი საათია?
  • D. იცით, ეს სურათი მე დავხატე

5. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სახლში, რომელსაც ოკეანეზე აქვს ხედი. წევხართ საწოლზე და ფანჯრიდან ცივ ტალღებს გაჰყურებთ. ამასობაში ჩათვლიმეთ. როგორ სურათს დაინახავთ გაღვიძებული?

  • A. ოკეანეს კაშკაშა მზე დაჰყურებს
  • B. ოკეანე ღამის წყვდიადშია ჩაძირული და თავზე ვარსკვლავები დანათის
  • C. ოკეანეზე ცივი ნისლია ჩამოწოლილი
  • D. საღამოვდება და მზე ჰორიზონტს მიღმა ჩადის

6. სასტუმროს ნომერში ხართ. უცებ ვიღაც აკაკუნებს. სათვალთვალოში უცნობ მამაკაცს ხედავთ, თუმცა იცით, რომ ეს ხელოსანია. რის ხელოსანი?

  • A. ელექტრიკოსი
  • B. სანტექნიკოსი
  • C. კონდიციონრის შემკეთებელი
  • D. ტელევიზორის/კომპიუტერის ხელოსანი

7. სუპერვარსკვლავი ხართ და მალე თქვენი ახალი ალბომი გამოიცემა. რა იქნება მის ყდაზე გამოსახული? 

  • A. ლამაზი პეიზაჟი
  • B. ანიმაციური ნახატი
  • C. რაღაც კრეატიული აბსტრაქცია
  • D. თქვენი ფოტო

8. ტორტის რომელ ნაჭერს მიირთმევდით?

  • A. მარწყვიან ნაწლს
  • B. ჩველებრივ ნაწილს ან მოსართავს
  • C. ტკბილ მოსართავს
  • D. შოკოლადიან ნაწილს
  • E. ვაფლის მოსართავს

პასუხები და განმარტებები 

კითხვა 1 — ეხება თქვენს „ბნელ მხარეს“ და იმ ზეწოლას, რომელსაც გრძნობთ. თუ გაეცით პასუხი:

A. სავარაუდოდ დიეტაზე ხართ და ამით იტანჯებით

B. თქვენი სტრესის უმთავრესი მიზეზი — ეს სიყვარულია

C. უკმაყოფილო ხართ საკუთარი გარეგნობით

D. პესიმისტი ბრძანდებით

კითხვა 2 — დაკავშირებულია თქვენს მომხიბლაობასთან და პიროვნულ თვისებებთან
A. თავდაჯერებული ადამიანი ხართ

B. კომუნიკაბელური ბრძანდებით და იუმორის გრძნობაც გაქვთ

C. შემოქმედებითი ადამიანი ხართ

D. თავშეკავებული და ტაქტიანი ადამიანი ხართ

კითხვა 3 — აჩვენებს, როგორ უმკლავდებით პრობლემებს სიყვარულსა და ურთიერთობებში

A. პრობლემებს ყოველთვის გაურბიხართ

B. მიგაჩნიათ, რომ სიყვარული მშვენიერი თავგადასავალია

C. ამჯობინებთ, რომ ნებისმიერი პრობლემა მაშინვე გადაჭრათ 

კითხვა 4 — აჩვენებს, როგორ რეაგირებთ ადამიანებზე მათი გაცნობისას
A. კეთილგანწყობილი ადამიანი ხართ და გიყვართ ახალი მეგობრების გაჩენა

B. კონსერვატიული ადამიანი ბრძანდებით

C. დამოუკიდებელი პიროვნება ხართ

D. ყოველთვის ღელავთ ვინმეს გაცნობის წინ, რადგან გსურთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ

კითხვა 5 — აჩვენებს თქვენს მოლოდინებს სიყვარულისგან
A. გსურთ განიცადოთ კოლოსალური ვნება

B. გჯერათ, რომ პარტნიორებს შორის მთავარი პატიოსნებაა

C. გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი კარგი მეგობარიც იყოს თქვენთვის

D. ეძებთ მშვენიერ, იდეალურ და რომანტიკულ სიყვარულს

კითხვა 6 — აჩვენებს ოჯახში არსებულ პრობლემას, რომლის იგნორირებასაც ცდილობთ

A. თბილი ატმოსფერო, რა დროსაც ყველა სიხარულით ურთიერთობს ერთმანეთთან

B. ოჯახის წევრებს ესმით და პატივს სცემენ  ერთმანეთის გრძნობებს

C. რაღაც გარე ფაქტორი ზიანს გაყენებთ

D. ოჯახური გართობა, მხიარული დროსტარება ერთად

კითხვა 7 — წარმოაჩენს, როგორი გსურთ იყოთ სხვების თვალში

A. თავაზიანი, კარგი მანერებისა და აღზრდის მქონე ადამიანი

B. მზრუნველი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა გაართოს

C. ძალიან ნიჭიერი  და კრეატიული − აეთად მიგაჩნიათ კიდეც თავი

D.თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ლიდერობა შეუძლია — თავად ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი ხართ

კითხვა 8 — აჩვენებს თქვენ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი

A. თქვენი ცხოვრება ზნეობრიობას ეფუძნება. ყოველთვის იქცევით ისე, როგორც ამას თქვენივე შინაგანი სამართლიანობა მოითხოვს

B. პროგრესული, მოდური ადამიანი ხართ და გარშემო ყველას ხიბლავთ

C. ზრუნავთ სხვა ადამიანების გრძნობებსა და ემოციებზე, ვინაიდან არ გინდათ, რომ ოდესმე ვინმეს რამე აწყენინოთ ან გული ატკინოთ

D. ჯანსაღად აზროვნებთ, ბუნებითი ლიდერი ხართ, გიყვართ სხვების კონტროლი

E. ალერსიანი, რომანტიკული ადამიანი ხართ, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ბედნიერი ქორწინებაა.

 

312
თემები:
ტესტები
სვანური კოშკები უშგულში

კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები: საქართველოს საოცრებები პოპულარულ გადაცემაში მოხვდა

0
(განახლებულია 21:04 13.06.2021)
საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ „ორიოლ ი რეშკა“ - სამყაროს საოცრებები“ გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა.

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში მოსახვედრად.

გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა,  ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 დოლარი ერგო, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია“, - განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი.

სვანეთში გადაღებები მიმდინარეობდა მესტიაში და უშგულში. ნაჩვენებია სათხილამურო კურორტი თეთნულდი, ჭალაათის მყინვარი, უშგულში თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია, მარგიანების საგვარეულო სახლ-მუზეუმი და, რა თქმა უნდა, ულამაზესი სვანური კოშკები და შთამბეჭდავი ბუნება.

აღსანიშნავია, რომ 50 წუთიან გადაცემას ფონად გასდევს ქართული ხალხური სიმღერები, თავად ანტონიც კი ქართულად ამღერდა და სვანური ქუდის შეძენის შემდეგ განაცხადა, რომ „ნამდვილი სვანი გახდა“.

„საქართველო პაწაწინა ქვეყანაა, მაგრამ აქ ამხელა საოცრებებია: კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები - და ისინი ზეცისკენ მიიწევენ“, - ამ სიტყვებით ასრულებს წამყვანი გადაცემას.

გადაცემა Youtube-არხზე ორ დღეში უკვე 90 ათასმა ადამიანმა ნახა.

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც  მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. „არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო „ტელეტრიუმფი“.

 

 

0