ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.
გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 233 პაციენტია მოთავსებული, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 115 კოვიდ-პაციენტი გადის – შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 761-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 286.406-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია