მოზარდი სიბნელეში

ზუსტი ფსიქოლოგიური ტესტი: შეხედეთ თავს გვერდიდან

371
(განახლებულია 20:55 17.07.2020)
ადამიანის თვითშეფასების დონის დასადგენად ფსიქოლოგებმა არაერთი რთული ტესტი და მეთოდიკა შექმნეს, რომელთა ონლაინ გავლა, ადაპტირებული ვერსიის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე მოკლე და მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად მაღალია ან დაბალი თქვენი თვითშეფასების დონე.

Sputnik საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

უპასუხეთ კითხვებს მაქსიმალურად პატიოსნად და შეძლებისდაგვარად სწრაფად.

იცოდეთ, რაც უფრო დიდხანს იფიქრებთ პასუხზე, მით მეტია რისკი იმისა, რომ პასუხი მცდარი იყოს. ამით კი საკუთარ თავს მოატყუებთ.

ინსტრუქცია: მონიშნეთ ის პასუხები, რომლებიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება თქვენს მდგომარეობას.

თუ მზად ხართ, დავიწყოთ:

371
მედიკამენტები

მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

809
(განახლებულია 08:58 10.04.2021)
ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.

გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას. 

809

შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება?

0
0
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

0
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0