მამაკაცი ხელში ნიღბით

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გახასიათებთ თქვენი სხეულის ენა

865
(განახლებულია 18:35 15.05.2020)
ადამიანები ერთმანეთთან მარტო სიტყვებით კი არ ურთიერთობენ, არამედ სხეულის ენითაც. კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ჟესტები, მიმიკა და პოზები.

სხეული რეაგირებს ვითარებაზე და აიძულებს ადამიანს, შეცვალოს ხმის ტემბრი, გასწორდეს ან მოიხაროს მხრებში და სხვ. ამიტომ, როგორც უნდა ვეცადოთ დავმალოთ შინაგანი მდგომარეობა, სხეული  მაინც გაგვცემს.

თუ გაინტერესებთ, რაზე მეტყველებს თქვენი სხეულის ენა და როგორ გახასიათებთ ის, გაიარეთ შემოთავაზებული ტესტი.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

865
თემები:
ტესტები (215)
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

ფსიქოლოგიური ტესტი: იოლია თუ არა თქვენი დაჰიპნოზება?

500
(განახლებულია 16:11 21.05.2020)
ბევრი ჩვენგანი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე აწყდება ათასნაირ არასანდო რეკლამას, ხშირად ხვდებიან შარლატანებსაც, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ — აგვირიონ გონება და დაეუფლნენ ჩვენს ფულს.

და ამას ისინი ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედებით ახერხებენ, ერთგავარად გვაჰიპნოზებენ.

რამდენად ექვემდებარებით  მსგავს ზემოქმედებას, ან პირიქით, თავად თუ გაქვთ სხვების დაჰიპნოზების უნარი, ამას ჩვენი ტესტიდან შეიტყობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები იხილეთ აქ: 

500

ემხრობით თუ არა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების ივლისიდან გახსნას?

0
0
ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

0
(განახლებულია 20:29 03.06.2020)
ამ კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი - თითქმის ყველგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ქარი და სეტყვა

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, იუწყება პირველი არხი.

დაზიანებული კორპუსები სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

ქარმა პრობლემები ჩოჩიშვილის ქუჩაზეც შექმნა, სადაც ქარის შედეგად მოტეხილი ხე ასევე ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 ივნისამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, ქარი, ზღვაზე შტორმი.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში