საჩუქარი

სანამ დღესასწაული მოვა: რა საჩუქარს ისურვებდით სარვამარტოდ?

241
(განახლებულია 21:44 07.03.2020)
საინტერესოა, რა სახის საჩუქარს ირჩევენ ქართველი ქალბატონები, რა უფრო ეძვირფასებათ, საყვარელი მამაკაცის ამბორი თუ...

ეს ერთგვარი გამოკითხვაა. მოიწონეთ საჩუქარი, რომლის მიღებასაც ისურვებდით.

ხვალ ქალთა საერთაშორისო დღეა. მიღებულია, რომ ეს დღე მამაკაცებმა დედებისთვის, ქალიშვილებისთვის, მეუღლეებისა თუ საყვარელი ქალბატონებისთვის საჩუქრებით აღნიშნონ, თუნდაც სიმბოლურით. საინტერესოა, რა სახის საჩუქარს ირჩევენ ქართველი ქალბატონები, რა უფრო ეძვირფასებათ, საყვარელი მამაკაცის ამბორი თუ…

საჩუქრების სანახავად მარჯვნივ გააცურეთ ფოტო.

 

241
წიგნები კალათში

ისტორიული ტესტი: რა გახსოვთ ქართველ მეფეთა ცხოვრება-მოღვაწეობიდან

254
(განახლებულია 15:26 08.08.2020)
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ შეამოწმოთ, რამდენად კარგად იცნობთ საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიებს.

როდესაც ერი ივიწყებს თავის ისტორიას, წარსულს, ეს არის მომასწავებელი „ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა“, - ამბობდა ილია ჭავჭავაძე. 

მოდით, შევამოწმოთ, რა გახსოვთ დიდ ქართველ მეფეთა ცხოვრებიდან. 

Sputnik საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

254
თემები:
ტესტები
ყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე

ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენად მძლავრად მუშაობს თქვენი ტვინი

422
(განახლებულია 11:43 01.08.2020)
კონცენტრირების უნარი და ყურადღებიანობა - ეს ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ადამიანისთვის. თუ გაინტერესებთ, რამდენად კარგად გაქვთ განვითარებული ეს უნარები, გაიარეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური ტესტი.
422
თემები:
ტესტები
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0