წიგნები კალათში

არასტანდარტული ტესტი: ხართ თუ არა ნამდვილი ერუდიტი?

9294
(განახლებულია 20:00 11.11.2019)
თუ ჩვენი ტესტის კითხვებს პასუხი ვერ გაეცით, გული არ გაიტეხოთ, ვინაიდან კითხვები ნამდვილად არ არის სტანდარტული და ჩვეული.

„Sputnik–საქართველოს“ რედაქციამ მორიგი საინტერესო ტესტი მოგიმზადათ, რომელიც ათი კითხვისგან შედგება და სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

ეს ტესტი შეამოწმებს, რამდენად ღრმაა და მრავლისმომცველი თქვენი ცოდნა. თუ წიგნებისა და შემეცნებითი მასალის კითხვა გიყვართ, ჩვენი შეკითხვები მეტად მარტივად მოგეჩვენებათ, თუ არა – პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ.

მაგრამ გულგასატეხი ამაში არაფერია, ვინაიდან კითხვები საკმაოდ რთულია და, შესაძლოა, ბევრმა საერთოდაც ვერ უპასუხოს ვერც ერთ მათგანს.

Sputnik საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

 

9294
თემები:
ტესტები (215)
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

ფსიქოლოგიური ტესტი: იოლია თუ არა თქვენი დაჰიპნოზება?

565
(განახლებულია 16:11 21.05.2020)
ბევრი ჩვენგანი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე აწყდება ათასნაირ არასანდო რეკლამას, ხშირად ხვდებიან შარლატანებსაც, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ — აგვირიონ გონება და დაეუფლნენ ჩვენს ფულს.

და ამას ისინი ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედებით ახერხებენ, ერთგავარად გვაჰიპნოზებენ.

რამდენად ექვემდებარებით  მსგავს ზემოქმედებას, ან პირიქით, თავად თუ გაქვთ სხვების დაჰიპნოზების უნარი, ამას ჩვენი ტესტიდან შეიტყობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები იხილეთ აქ: 

565

ემხრობით თუ არა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების ივლისიდან გახსნას?

0
0
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0