წიგნები კალათში

არასტანდარტული ტესტი: ერუდიტებო, წინ!

8427
(განახლებულია 19:26 14.10.2019)

„Sputnik-საქართველო“ ცდილობს, ხშირად მოგცეთ როგორც გონებრივი ვარჯიშის შესაძლებლობა, ისე ინტელექტუალური განტვირთისა და შემეცნების საშუალება.

ჩვენი დღევანდელი ტესტი მხოლოდ ხუთი შეკითხვისგან შედგება. უპასუხეთ მათ და სწორ ვერსიასთან ერთად მიიღეთ განმარტება, რომელიც დაწკაპუნებისთანავე „აინთება“.

ამ სახით ბევრ ძალიან საინტერესო ფაქტს შეიტყობთ, რაც თქვენი განათლების დონეს აუცილებლად წაადგება. 

ჩვენ მიერ თქვენთვის მომზადებული სხვა მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

 

 

8427
თემები:
ტესტები (215)
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

ფსიქოლოგიური ტესტი: იოლია თუ არა თქვენი დაჰიპნოზება?

309
(განახლებულია 16:11 21.05.2020)
ბევრი ჩვენგანი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე აწყდება ათასნაირ არასანდო რეკლამას, ხშირად ხვდებიან შარლატანებსაც, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ — აგვირიონ გონება და დაეუფლნენ ჩვენს ფულს.

და ამას ისინი ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედებით ახერხებენ, ერთგავარად გვაჰიპნოზებენ.

რამდენად ექვემდებარებით  მსგავს ზემოქმედებას, ან პირიქით, თავად თუ გაქვთ სხვების დაჰიპნოზების უნარი, ამას ჩვენი ტესტიდან შეიტყობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები იხილეთ აქ: 

309

ემხრობით თუ არა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების ივლისიდან გახსნას?

0
0
სატვირთო

გახარია: ქვეყანაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება

0
(განახლებულია 12:46 27.05.2020)
განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს, აღნიშნა გიორგი გახარიამ

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია, განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისი სიტყვებით, ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რამდენიმე ფაქტი ამტკიცებს. მათ შორის ის, რომ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად საკარანტინე სივრცეებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარანტინის ფორმა სწორი გადაწყვეტილება იყო, აღნიშნა გახარიამ. ამასთან, მან განმარტა, რომ ახალი შემთხვევები  უკვე ცნობილ წყაროებს უკავშირდებიან.

 „განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფსს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის  გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამიტომ შემდეგი ამოცანა ეკონომიკის უფრო სწრაფა ამოქმედებაა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის სიტყვებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსის შიდა გავრცელების მასშტაბი დიდი არაა და რისკი შემცირებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის და იგი არსად წასულა, აუცილებელ მოთხოვნად რჩება სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა, აღნიშნა გახარიამ.

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ 29 მაისიდან ყველა სახის ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი რესტორნები და კაფე–ბარები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. ღია სივრცის მქონე რესტორნები კი მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოემსახურებიან.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 735 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 557-ს (73,7%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში