მორქენალი თხები

რთული ტესტი ნამდვილი ერუდიტებისთვის: ტვინების ჯახი

7761
(განახლებულია 19:21 05.09.2019)

ერუდიცია — ეს არის განსწავლულობა, ღრმა, მრავალმხრივი ცოდნა მეცნიერების ამა თუ იმ დარგში. ერუდირებული ადამიანი განათლებულისგან იმით განსხვავდება, რომ ის თავად, ლიტერატურისა თუ სხვა წყაროების გამოყენებით იღრმავებს ცოდნას.

შესაბამისად, ერუდიტს შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც განათლებული, ისე ნაკითხი ადამიანი. სხვათა შორის, დიდი გამომგონებელი თომას ედისონი სამსახურში მიღების წინ კანდიდატს აუცილებლად უტარებდა ტესტს ერუდიციაზე.

თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად ერუდირებული ბრძანდებით, უპასუხეთ კითხვებს, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

7761
თემები:
ტესტები (220)

რამდენად უსაფრთხოა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება?

0
0

როგორ ვებრძოლოთ გზებზე ავარიებს?

0
0
ფსტა

ვისთვისაა რეკომენდებული: მეცნიერებმა ფსტის უცნობი სიკეთეები დაადგინეს

0
(განახლებულია 12:28 22.09.2020)
კალიფორნიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ათეულ მოხალისეზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ ფსტას არაერთი მანამდე უცნობი თვისება აქვს

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ფსტის რეგულარული მიღება ხელს უწყობს წონაში დაკლებასა და სისხლის მაღალი წნევის დარეგულირებას, იუწყება გამოცემა La Vanguardia კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მიიდნენ, რაც რამდენიმე ათეული მოხალისის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ირკვევა, რომ საცდელი პირების ნახევარი ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდა დაახლოებით 40 გრამ ფსტას — სუფთა სახით, დანამატების გარეშე. ამასთან, მათ მიეცათ რეკომენდაცია ფიზიკური დატვირთვების გაზრდისა და კალორიული საკვების შემცირების თაობაზე.  

შედეგად, ყველა მათგანი, პირველად წონასთან შედარებით, 5%-ით გახდა და ამასთან შეუმცირდათ ცხიმის პროცენტულობა წელის ირგვლივ.

გარდა ამისა, იმ საცდელ პირებს, რომლებიც ფსტას მიირთმევდნენ, დამატებითი „სიკეთეებიც“ გამოუვლინდათ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მათ შეუმცირდათ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, ხოლო ანტიოქსიდანტ ლუთეინის, ალფა–კაროტინისა და ბეტა–კაროტინის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა. ამასთან მათვე აღენიშნებოდათ აღინიშნა უჯერი და გაჯერებული ცხიმმჟავების ბევრად ჯანსაღი შეფარდება.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება