მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

მაიერს-ბრიგსის მოკლე ფსიქოლოგიური ტესტი: პიროვნების ტიპი

35050
(განახლებულია 18:48 18.07.2019)

მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი (MBΤΙ) — ეს პიროვნების საკვლევი კითხვარია, რომელიც 1940-იან წლებში შექმნეს კეტრინ ბრიგსმა და მისმა ქალიშვილმა იზაბელ ბრიგს- მაიერსმა.

იგი ეფუძნება იუნგის თეორიულ მოდელს და იკვლევს პიროვნებას შემდეგი განზომილების მიხედვით:
• ექსტრავერსია - ინტრავერსია (E-I)
• შეგრძნება - ინტუიცია (Ѕ-N)
• გრძნობა - აზროვნება (F-Τ)
• განსჯა-პერცეფცია (Ј-P)

თუ გაინტერესებთ, პიროვნების რომელ ტიპს მიეკუთვნებით მაიერს-ბრიგსის ინდიკატორის მიხედვით, გაიარეთ ტესტი და მიიღეთ პასუხი. 

35050
თემები:
ტესტები (218)
ბედნიერება სახლის კედელზე

ფსიქოლოგიური ტესტი: გჭირდებათ თუ არა მეუღლესთან ურთიერთობის შეცვლა

413
(განახლებულია 19:30 01.07.2020)
თუ გაინტერესებთ, გესაჭიროებათ თუ არა მეორე ნახევართან ურთიერთობის შეცვლა, გაიარეთ ჩვენი ტესტი და მიიღეთ ზუსტი პასუხი.
413
თემები:
ტესტები (218)
მარტოობა

ტესტი: რამდენად ასოციალური ხართ, ანუ წარმოადგენთ თუ არა საფრთხეს

12017
(განახლებულია 14:01 01.07.2020)
გაინტერესებთ, რამდენად სოციალური ან, პირიქით, ასოციალური ბრძანდებით? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, უქმნით თუ არა საფრთხეს საზოგადოებას

12017
თემები:
ტესტები (218)
შავი ქლიავი

შავქლიავის საფრთხეები: ვის ეკრძალება კატეგორიულად

0
(განახლებულია 13:41 13.07.2020)
ირკვევა, რომ მარგებლობით განთქმულ ჩირს გარკვეული საფრთხეები ახლავს, და რომ არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მისი მიღება ეკრძალებათ

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავქლიავი, ანუ ქლიავის სხვადასხვა ჯიშებისგან დამზადებული ქლიავის ჩირი შეიცავს А, В, Е და С ვიტამინებს, რის გამოც ის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი ჭარბი მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, აცხადებენ მედიკოსები. 

მათი თქმით, ქლიავის ჩირი სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს თმების, კანის, ფრჩხილებისა და პირის ღრუს მდგომარეობას — ებრძვის რა მიკრობების გამრავლებას. თუმცა მისი მიღებისას ზოგმა კატეგორიამ აუცილებლად უნდა დაიცვას ზომიერება, რათა გართულებები თავიდან აირიდოს.

მაგალითად, მედიკოსები შავქლიავის ჭამას არ ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურთ ან უბრალოდ ზრუნავენ საკუთარ აღნაგობაზე. ასეთებმა ან საერთოდ უარი უნდა თქვან, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიიღონ ეს ჩირი. საქმე ისაა, რომ შავქლიავი ზედმეტად კალორიული პროდუქტია და ხელს უშლის გახდომას.

გარდა ამისა, შავქლიავი რაციონიდან უნდა გამორიცხონ შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა. მას შეუძლია გააუარესოს ასეთების მდგომარეობა ან ახალი სიმპტომებიც კი წარმოშვას.

მედიკოსები კუჭ–ნაწლავის პრობლემების მქონეებს ურჩევენ, მიიღონ დღეში არაუმეტეს ხუთი ცალი ნაყოფისა, ხოლო თუ შეკრულობა აწუხებთ, დასაშვებია მეტი რაოდენობის ჩირის ჭამა.

შავქლიავი ასევე არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ის ნეგატიურ გავლენას ახდენს პატარის მდგომარეობაზე. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: კუჭის აშლილობა, პირღებინება ან მადის დაქვეითება.

ეს პროდუქტები განწყობა-ხასიათს აფუჭებს: ქვეყნდება ჩამონათვალი>>

სპეციალისტების თქმით, შავქლიავის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მის გარეგნულ სახეს: ხარისხიანი ჩირი უნდა იყოს  შავი და ამასთან მსუბუქად, უმნიშვნელოდ უნდა პრიალებდეს. უნდა იყოს „ხორციანი“, ცოტა რბილი და ამასთან მკვრივი. თუ მას ყავისფერი გადაჰკრავს, იცოდეთ, რომ ის არასწორადაა დამუშავებული და სასარგებლო თვისებები უკვე დაკარგული აქვს, ანუ მასში აღარ შედის ჩვეული ვიტამინები და მინერალები.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები