ჰარმონია

ტესტი ერუდიტებისთვის: შეამოწმეთ ცოდნის დონე

21727
(განახლებულია 18:27 10.07.2019)

აღნიშნულ ტესტში მოცემულია ათი შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან. თუ მათგან რვას მაინც სწორად უპასუხებთ, შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ნაკითხი და მცოდნე ადამიანი ბრძანდებით.

შეამოწმეთ საკუთარი ძალები, ნახეთ, იქნებ ათი სწორი პასუხიც კი გასცეთ ტესტს. თუ გაგიჭირდათ, გული არ დაგწყდეთ. სამაგიეროდ ცოდნის ახალ ულუფას მაინც მიიღებთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო დამრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ გაიაროთ აქ: 

 

21727
თემები:
ტესტები (218)
ბედნიერება სახლის კედელზე

ფსიქოლოგიური ტესტი: გჭირდებათ თუ არა მეუღლესთან ურთიერთობის შეცვლა

294
(განახლებულია 19:30 01.07.2020)
თუ გაინტერესებთ, გესაჭიროებათ თუ არა მეორე ნახევართან ურთიერთობის შეცვლა, გაიარეთ ჩვენი ტესტი და მიიღეთ ზუსტი პასუხი.
294
თემები:
ტესტები (218)
მარტოობა

ტესტი: რამდენად ასოციალური ხართ, ანუ წარმოადგენთ თუ არა საფრთხეს

11950
(განახლებულია 14:01 01.07.2020)
გაინტერესებთ, რამდენად სოციალური ან, პირიქით, ასოციალური ბრძანდებით? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, უქმნით თუ არა საფრთხეს საზოგადოებას

11950
თემები:
ტესტები (218)
ხანძარი ტყეში

ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

0
(განახლებულია 15:21 07.07.2020)
ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და იმ აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც ტყეში გადაადგილებაზ  ვრცელდება. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყის ხანძრების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 ივლისამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42 გრადუსი, მთიან რაიონებში 36-37, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსს, მთაში კი 29–34 გრადუსს მიაღწევს.
სვანეთის მთებში მეხანძრე–მაშველები მესამე დღეა ცდილობენ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები - როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა – ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სამი ვერტმფრენი. 

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფის, ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო უჭირთ. აუცილებლობის შემთხვევაში მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში