ყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე

ტესტი ერუდიტებისთვის: დაძლევთ თუ არა კითხვებს სხვადასხვა სფეროდან?

8205
(განახლებულია 16:29 08.06.2019)

მოცემული ტესტი მხოლოდ რვა კითხვისგან შედგება და სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. შეძლებთ, ყველას სწორად უპასუხოთ და დაამტკიცოთ, რომ მართლაც ერუდირებული ბრძანდებით?

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ექვსი სწორი პასუხი იქნება ურიგო შედეგი. მოსინჯეთ ძალები, ნახეთ, რა იცით.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ გაიაროთ აქ:  

 

8205
თემები:
ტესტები (215)
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

ფსიქოლოგიური ტესტი: იოლია თუ არა თქვენი დაჰიპნოზება?

376
(განახლებულია 16:11 21.05.2020)
ბევრი ჩვენგანი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე აწყდება ათასნაირ არასანდო რეკლამას, ხშირად ხვდებიან შარლატანებსაც, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ — აგვირიონ გონება და დაეუფლნენ ჩვენს ფულს.

და ამას ისინი ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედებით ახერხებენ, ერთგავარად გვაჰიპნოზებენ.

რამდენად ექვემდებარებით  მსგავს ზემოქმედებას, ან პირიქით, თავად თუ გაქვთ სხვების დაჰიპნოზების უნარი, ამას ჩვენი ტესტიდან შეიტყობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები იხილეთ აქ: 

376

ემხრობით თუ არა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების ივლისიდან გახსნას?

0
0
Конституционный суд Грузии

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

0
(განახლებულია 16:03 29.05.2020)
ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან გაჩნდება. სწორედ 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა  საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება. სწორედ 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა  საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა როინიშვილის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 18  ხმით დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“, - განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის 29 მაისის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა იყო.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო  ცხრა მოსამართლისაგან შედგება,  რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

0