წიგნები და ჩაის ფინჯანი

შემეცნებითი ტესტი: იცით თუ არა მარტივი ფაქტები?

7978

 

გთავაზობთ ტესტს ერუდიციის შესამოწმებლად, ასევე ტვინის სავარჯიშოდ და ინტელექტუალური განტვირთვა-შემეცნებისთვის.

გაიარეთ ტესტი და ნახეთ, რა იცით, რა დაგავიწყდათ, ან რა არ გსმენიათ არასდროს. 

Sputnik-საქართველოს სხვა მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

 

7978
თემები:
ტესტები (215)
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით

ფსიქოლოგიური ტესტი: იოლია თუ არა თქვენი დაჰიპნოზება?

376
(განახლებულია 16:11 21.05.2020)
ბევრი ჩვენგანი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე აწყდება ათასნაირ არასანდო რეკლამას, ხშირად ხვდებიან შარლატანებსაც, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ — აგვირიონ გონება და დაეუფლნენ ჩვენს ფულს.

და ამას ისინი ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედებით ახერხებენ, ერთგავარად გვაჰიპნოზებენ.

რამდენად ექვემდებარებით  მსგავს ზემოქმედებას, ან პირიქით, თავად თუ გაქვთ სხვების დაჰიპნოზების უნარი, ამას ჩვენი ტესტიდან შეიტყობთ.

Sputnik-საქართველოს სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები იხილეთ აქ: 

376

ემხრობით თუ არა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების ივლისიდან გახსნას?

0
0
გიორგი გახარია

ჩვენთვის გერმანიის დონის ეკონომიკა არ დაუტოვებიათ, როგორც ოპოზიცია ფიქრობს გახარია

0
(განახლებულია 17:21 29.05.2020)
იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რა შეიცვალა ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმა 2012 და 2020 წლების ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი შეადარა

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სოციალურ ხარჯებზეა მიმართული, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, როდესაც პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს პასუხობდა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი 332 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი 1 მლრდ 76 მლნ ლარია.

„გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა, სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვას – რა გაკეთდა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის – გახარიამ დემაგოგიური უწოდა და აღნიშნა, რომ მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და მთელი მსოფლიო გლობალურად ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდა, მთავრობის მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დახმარება იყო.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გახარიამ ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისადმი მიმართვისას.

გახარიას თქმით, 2012 წელს შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს კი 240 მილიონია.

გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადავუვადეთ>>

„პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი... რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი“, – განაცხადა პრემიერმა.

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 330 ლარი, დღეს 1028 ლარია, აღნიშნა გახარიამ.

 „ციფრები ყველაფერს ამბობს“, – განაცხადა პრემიერმა.

0