ახალი ფოტოგამოცანა სოციალურ ქსელებში: მოძებნეთ უზარმაზარი გველი

© FB/Sunshine Coast Snake Catchers 24/7ახალი ფოტოგამოცანა - პითონი ყვავილის ქოთანზე
ახალი ფოტოგამოცანა - პითონი ყვავილის ქოთანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ავსტრალიურმა ორგანიზაციამ Sunshine Coast Snake Catchers, რომელიც გველების დაჭერითაა დაკავებული, „ფეისბუქის“ მომხმარებლებს ახალი გამოცანა შესთავაზა: მოძებნონ დამალული უზარმაზარი პითონი. 

რგოლებად დახვეული, ეგრეთ წოდებული, მარგალიტისებრი (იგივე ხალიჩისებრი) პითონი ყვავილის ექვსიდან ერთ-ერთ ქოთანზეა შემოხვეული. როგორც ფოტოს ავტორები ირწმუნებიან, გველის სიგრძე 1,8 მეტრია. 

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ რეპტილიის  აღმოჩენას სურათზე? სცადეთ, მერე კი პასუხის შესამოწმებლად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

ყველა ახალი ამბავი
0