კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში – დინამიკა

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანა COVID-19-ის მესამე ტალღას ებრძვის.

მესამე ტალღის დაწყების შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 აპრილს გააკეთა. ქვეყანაში ინფექციის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები, მათ შორის 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა, გარდა ამისა, უქმე დღეებში არ მუშაობენ კაფე–რესტორნები.

მობილობის შემცირების მიზნით საქართველოში 4–11 მაისი არასამუშაო დღეებად გამოცხადდა. ქვეყანაში 13 მაისამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვაა დაწესებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თნგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში დარჩენილი კოვიდ–შეზღუდვების მოხსნის თაობაზე საუბარი მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს მიაღწევს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 71.570 ადამიანს აქვს ჩატარებული.

ყველა ახალი ამბავი
0