ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

101
(განახლებულია 19:01 29.04.2021)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, ამაზე მეტყველებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov

2021 წლის იანვარი–მარტში 821,1 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მეტია – დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში. 

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარი–მარტში 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – დაახლოებით 250,3 მლნ დოლარი, აშშ – 160 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი – 152,2 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 139,4 მლნ დოლარი, გერმანია – 111,4 მლნ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 86,4 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 61,3 მლნ დოლარზე მეტი. საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან.

101
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1024)

კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში დინამიკა

104
(განახლებულია 16:48 12.05.2021)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანა COVID-19-ის მესამე ტალღას ებრძვის.
კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში - დინამიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov

მესამე ტალღის დაწყების შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 აპრილს გააკეთა. ქვეყანაში ინფექციის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები, მათ შორის 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა, გარდა ამისა, უქმე დღეებში არ მუშაობენ კაფე–რესტორნები.

მობილობის შემცირების მიზნით საქართველოში 4–11 მაისი არასამუშაო დღეებად გამოცხადდა. ქვეყანაში 13 მაისამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვაა დაწესებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თნგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში დარჩენილი კოვიდ–შეზღუდვების მოხსნის თაობაზე საუბარი მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს მიაღწევს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 71.570 ადამიანს აქვს ჩატარებული.

104
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

მეტყველი ციფრები: საქართველო მეორე მსოფლიო ომში

44
(განახლებულია 16:50 09.05.2021)
მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველმა მეომრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ფაშიზმზე გამარჯვებაში.

საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა, საომარი მოქმედებების დროს დაახლოებით 300 ათასი გმირულად დაიღუპა. თუ რა როლი ითამაშა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში, დაწვრილებით ინფორმაციას მკითხველი „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაეცნობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დღეისთვის 263  ვეტერანი ცხოვრობს. ყოველი წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ტარდება. ვეტერანები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ტრადიციულად ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ყვავილებით ამკობენ. თუმცა, წელს გამომდინარე იქიდან, რომ ვაკის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, საზეიმო ღონისძიებები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.

 

44

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

0
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

0