შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში

117
(განახლებულია 19:35 23.04.2021)
2020 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა – ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

2020 წელს ქვეყანაში 46.520 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 50.537-ია. უფრო დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში. 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ პერიოდში დაბადებული 46.520 ბავშვიდან 17.655 ოჯახის პირველი შვილია, 16.651 – მეორე, 11.996 – მესამე და მომდევო, 218 ბავშვზე კი მონაცემები არ მოიპოვება.

რაც შეეხება დედების ასაკს, 2020 წელს მათი ასაკი 25-დან 29 წლამდეა. მეორე ადგილზეა 30-დან 34 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის დედები, მესამე – 20–24 წლამდე, ხოლო მეოთხე ადგილზე 35–39 წლამდე დედები.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 80 წელს ზემოთ პირებზე მოდის – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 42%.

117

ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები

55
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით გამგზავრებას გეგმავდა, ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა.
ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ოთხშაბათს, 5 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად ბაქოს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცანით ინფორმაციას  სხვადასხვა სფეროებში ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობების შესახებ

 

 

55

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

96
(განახლებულია 19:01 29.04.2021)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, ამაზე მეტყველებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov

2021 წლის იანვარი–მარტში 821,1 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მეტია – დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში. 

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარი–მარტში 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – დაახლოებით 250,3 მლნ დოლარი, აშშ – 160 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი – 152,2 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 139,4 მლნ დოლარი, გერმანია – 111,4 მლნ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 86,4 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 61,3 მლნ დოლარზე მეტი. საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან.

96
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბრაზილიის პოლიცია

რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა: ვრცელდება ვიდეო

0
ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები, ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. რიო−დე−ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.

სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.

​არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები, ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა