ინვესტიციები საქართველოში: ძირითადი მიმართულებები

110
(განახლებულია 21:53 31.03.2021)
საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა

2020 წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა,  2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 52,9%–ით შემცირდა და 619,9 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზების, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ლიდერი ქვეყნების, ინვესტივციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებისა და რეინვესტირების მოცულობის გაზრდის მიზეზების შესახებ.

110
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1058)

კორონავირუსი საქართველოში როგორ ჩაიარა გაზაფხულმა

55
(განახლებულია 18:45 08.06.2021)
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაისის ბოლოს კი ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება დაფიქსირდა.
კორონავირუსი საქართველოში - 2021 წლის გაზაფხული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ რა ეპიდვითარება იყო ქვეყანაში 2021 წლის გაზაფხულზე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით საქართველოში 4–11 მაისის პერიოდი უქმეებად გამოცხადდა. 13 მაისამდე მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

სპეციალისტების აზრით, საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გარკვეულწილად უკვე გადალახა. ამასთან, 1 ივნისიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიხსნა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, რომელიც ეპიდვითარების გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 178.738 პირმა გაიკეთა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 350.428-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 მაისს დაფიქსირდა.

55
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

საქართველოს მოსახლეობა - ძირითადი ინფორმაცია

87
(განახლებულია 14:27 02.06.2021)
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, 2020 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას გადააჭარბა.

ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 50.537 ადამიანი გარდაიცვალა და 46.520 დაიბადა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის“ მონაცემებში.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ქვეყანაში ბევრი თანამემამულე დაბრუნდა, დაფიქსირდა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა.

„Sputnik-საქართველოს“ ვიდეოგრაფიკაში  მკითხველი მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას  გაეცნობა.

87
სასწრაფო თბილისის ქუჩებში

ავარია კრწანისის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

0
კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია, მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკა New Hospitals-ის რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ შაბათს ნაშუადღევს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანისას ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი გადის. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0