2020 წელს საქართველოს გზებზე ავარიების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 14,4%–ით შემცირდა, გარდა ამისა, 6,5%–ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობა.
„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცნობით 2020 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი შემთხვევების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას.
საქართველოში საგზაო უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2019 წელს სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავტოსაგზაო შემთხვევების შემდგომ ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ერთი წლის განმავლობაში რამდენით გაიზარდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.
2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა – ქვეყანამ მასობრივი ინფიცირების აცილება მოახერხა. საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების მუშაობა დადებითად შეაფასა.
თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ქვეყანაში რიგი ახალი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის, სავაჭრო ცენტრების, სასწავლო დაწესებულებების მუშაობა, ამოქმედდა „კომენდანტის საათი“.
თებერვლიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, ქვეყნის ხელისუფლებამ კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ახლო მომავალში კიდევ მოიხსნება.
22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით, ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს 19 თებერვალს წარედგინა.
ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი სახეა – თავდაცვისა და და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული თანამდებობა 2013–2015 წლებშიც ეკავა.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.
„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.