გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად სპეციალური პირობები – ე.წ. ცივი ჯაჭვია საჭირო, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ქვეყნის ის კლინიკები, რომლებსაც საამისოდ შესაბამისი რესურსები გააჩნიათ. Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია – 29 500 დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა. აცრა ორჯერ ტარდება, აქედან გამომდინარე, იგი 14 ათასი მოქალაქისთვის იქნება საკმარისი.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დეტალურად გაეცნობით, თუ რა პრინციპით მოხვდებით იმუნიზაციის პროგრამაში, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერვის ეროვნული გეგმის მიხედვით შემუშავდა.
საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – ამცრელი, ექიმი, ვინც პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით გამოკითხავს და ასევე რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში პიროვნების მონაცემებს შეიყვანს. თითოეულმა ბრიგადამ დღეში 40–42 ადამიანის აცრა უნდა განახორციელოს.
COVAX–პლატფორმამ ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო პირველ ეტაპზე 214 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.
22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით, ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს 19 თებერვალს წარედგინა.
ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი სახეა – თავდაცვისა და და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული თანამდებობა 2013–2015 წლებშიც ეკავა.
2020 წელს საქართველოს გზებზე ავარიების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 14,4%–ით შემცირდა, გარდა ამისა, 6,5%–ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობა.
„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცნობით 2020 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი შემთხვევების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას.
საქართველოში საგზაო უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2019 წელს სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავტოსაგზაო შემთხვევების შემდგომ ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.
მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული მინანქრის სამკაული, რომელსაც საზოგადოებაში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, ქალბატონი ნათია მუშაობს ტანსაცმლის დიზაინზე. მისი ყველა ნამუშევარი არის ექსკლუზიური და არასოდეს მეორდება.
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ ადრეულ პერიოდში გამოვლინდა. ხატვა, აქსესუარები, ტანსაცმელი - ყოველთვის მიტაცებდა. ამიტომაც ჩავაბარე თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდგომ კი უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. თავისი თვითმყოფადობით ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. მსურდა თვითონ შემექმნა რაღაც, რითაც გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას და სიყვარულს. ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე ბრენდი „მართა“, რომელიც უკვე 12 წელია არსებობს.
- სამკაულების შექმნით როდის დაინტერესდით? როგორ შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?
- სამკაული ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა იმისთვის, რომ შექმნა კოლექცია, საკმაოდ ცოდნა, თანხები და რისკია საჭირო. 2016 წელს მონაწილეობა მივიღე თბილისის მოდის კვირეულში და ასე შეიქმნა პირველი და ჩემთვის უსაყვარლესი კოლექცია ტანსაცმლისა და სამკაულის, რომლის ინსპირაცია იყო ქართველ მეფეთა შესამოსელი და უძველესი ოქრომჭედლობა. სამკაული შევასრულეთ ურთულესი ტექნიკით, რომელიც თვითონ მოვიფიქრე. ამ ყველაფერს დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდებოდა, რომელშიც გვერდში მედგა ჩემი ატელიეს არაჩვეულებრივი პროფესიონალთა გუნდი. ეს იყო რაღაც დიდი და საინტერესო გზის დასაწყისი.
- რა ტექნიკით ქმნით სამკაულს და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?
- დროთა განმავლობაში გადავედი მინანქრის ტექნიკაზე, რომელსაც გამოხატვის მეტი შესაძლებლობები აქვს.
ჩემთვის მთავარია იდეა, რომელიც შთამაგონებს, აღმაფრთოვანებს, მიკარგავს მოსვენებას და ტვინში იწყება სრული ქაოსი და ამ ქაოსიდან ნელ-ნელა ჩნდება, იკვეთება ფორმები, რასაც შინაგანად ვგრძნობ. ესკიზებს ვქმნი მანამდე, სანამ არ გამოიძერწება სასურველი ფორმა. შემდეგ მოდის უკვე შესრულების ტექნიკური მხარე, რაც ასევე რთული და საინტერესოა.
- თქვენთვის, როგორც ქალისთვის, რასთან ასოცირდება ლამაზი სამკაული?
- ლამაზი სამკაული ისაა, რომელსაც იხდენს ადამიანი, რომელიც ორგანულადაა შერწყმული ხასიათთან, ინდივიდუალურობასთან.
ზოგადად სამკაული, ჩემის აზრით, ესაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. სამკაულით შეიძლება გახდე რომანტიულიც, მეოცნებეც, ვინტაჟურიც და რევოლუციონერიც.
- ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნამუშევარი გაიხსენეთ...
- ერთ-ერთ რთულ ნამუშევრად ჩემს შემოქმედებაში მივიჩნევ კოლექციას „ვეფხისტყაოსანი", რომელზეც ვიმუშავე საკმაოდ მოკლე დროში და შევქმენი სცენები ნაწარმოებიდან. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან ფაქტიურად პირველად ხდებოდა „ვეფხისტყაოსნის" დასურათება სამკაულში. საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ისევ მივუბრუნდები ამ თემას.
- სამკაულის გარად ქმნით ტანსაცმლის დიზაინს. რით არის თქვენი სამოსი გამორჩეული და იგრძნობა თუ არა ნამუშევრებში თქვენი ხელწერა?
- თავიდან, როდესაც ტანსაცმლის შექმნა დავიწყე, ესეც ქართულ კულტურასთან იყო დაკავშირებული. მსურდა ტაძრის კედლებზე გამოსახული მეფეთა და დიდებულთა შესამოსელი, თანამედროვე სახით და დიზაინით გადმომეცა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, მაგრამ ასეთი ნამუშევრები სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს, ვიწრო წრეზეა გათვლილი და შესრულებაც ძვირადღირებულია. ამიტომ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვქმნი.
ჩემს ატელიეში ამჟამად ფუნქციონირებს მუდმივი „შოურუმი“, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა თანამედროვე სტილის სამოსს. შესრულებულია უმაღლესი ხარისხით, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია.
- რთული იყო ქართულ ბაზარზე სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?
- ქართულ და ნებისმიერ ბაზარზე თავის დამკვიდრება, ესაა ურთულესი გზა. მთავარია მიზნისკენ სწრაფვა, დაუღალავი შრომა, უწყვეტი ძალისხმევა, მიზანსწრაფულობა. არაერთგზის მოგვიწევს გავიაროთ სირთულეების ქარცეცხლში და სწორედ მაშინ არ უნდა დანებდე. ესაა წარმატების გასაღები. დღეს, როცა წარსულს გადავხედავ, ვფიქრობ რა ძალით ვუმკლავდებიდი ამ გამოწვევებს. მაგრამ მგონია ესაა ყველაზე ძლიერი განცდა- სურვილი თვითგამოხატვისა. მერე რაღაცნაირად თავისთავად მოდის ინტერესიც და წარმატებაც.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ამჟამად ვმუშაობ სამკაულის ახალ კოლექციაზე. წესით საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან შესრულების მხრივაც გარკვეული სიახლეები იქნება.