მილიარდ ლარზე მეტი რას მოხმარდება თბილისის ბიუჯეტის თანხები

64
(განახლებულია 18:39 12.01.2021)
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 2020 წლის ბოლოს დაამტკიცეს.
თბილისის მერიის ბიუჯეტი
© Sputnik / Konstantin Ivanov

ქალაქის საჭიროებებზე დედაქალაქის მთავრობა 1,05 მლრდ ლარზე მეტს დახარჯავს: 2020 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები 28,9 მლნ-ით მეტია.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით მკითხველი გაიგებს, თუ რაზე დაიხარჯება ბიუჯეტის თანხები. ყველაზე მეტი თანხა მშენებლობას, ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებას მოხმარდება (194,6 მლნ ლარი), ყველაზე ნაკლები თანხა კი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე დაიხარჯება (4,2 მლნ ლარი).

64

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი: როგორ გადანაწილდება მილიარდები

49
(განახლებულია 21:49 22.01.2021)
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით არის შედგენილი.
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
© Sputnik / Konstantin Ivanov

სახელმწიფო ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო სახსრები 16,9 მლრდ ლარი, ხოლო დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი იქნება.

2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები.

49

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელების ტოპ–ხუთეული

120
(განახლებულია 17:02 18.01.2021)
2020 წლის ბოლოს ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarket-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქართველი ფეხბურთელების ღირებულება.
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.  

გარდ ამისა, Transfermarket აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე ავიდა.

120
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7