წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში, 2019 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 23,6%-ით შემცირდა და 302,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
საქართველოში ინვესტირების მხრივ 2020 წლის მესამე კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ჯამში ინვესტიციების მთელ მოცულობაში 73,1%-ს შეადგენს.
ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან (15,6 მილიონი დოლარი), პანამიდან (14,6 მილიონი დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (9,7 მილიონი დოლარი), ლუქსემბურგიდან (8,3 მილიონი დოლარი), თურქეთიდან (7,8 მილიონი დოლარი) , ჩეხეთიდან (5,6 მილიონი დოლარი), რუსეთიდან (5,3 მილიონი დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ სფეროებში შემოსული თანხა 202 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 66,8%-ს.
ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (31 მლნ დოლარი), უძრავი ქონება (20,6 მლნ დოლარი), კავშირგაბმულობა (14,9 მლნ დოლარი), სასტუმროები და რესტორნები (7,9 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (2,7 მილიონი დოლარი), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (1,6 მლნ დოლარი) და ა.შ.
ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.
სახელმწიფო ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო სახსრები 16,9 მლრდ ლარი, ხოლო დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი იქნება.
2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესწორებები, რომელიც მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება, მესამე მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო შესწორებებს მხარი 79 დეპუტატმა, ერთხმად დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.
როგორც კანონპროექტის ავტორმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოიცავს ინფიცირებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვას.
საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პატფორმის მეშვეობით Pfizer–სა და AstraZeneca–ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.
გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ექიმებს ჩაუტარდებათ, საბოლოო გეგმა კი თვის ბოლოს დამტკიცდება.