დანაშაული საქართველოში: შსს-ს მონაცემები

71
(განახლებულია 19:24 21.12.2020)
საქართველოში 2020 წლის 10 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული 9,98%-ით შემცირდა.
დანაშაული საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში დარეგისტრირდა დაახლოებით 48,5 ათასი დანაშაული. საშუალოდ თვეში დაახლოებით 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდებოდა.

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, როდესაც მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო ძირითადად სახლში იყო, დანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დანაშაულის ყველაზე მცირე შემთხვევები გაზაფხულის შუა პერიოდზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.

ამასთან, 18 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა უწყების მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, დანაშაული 10%-ით შემცირდა, რაც ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

71
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1247)

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი: როგორ გადანაწილდება მილიარდები

56
(განახლებულია 21:49 22.01.2021)
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით არის შედგენილი.
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
© Sputnik / Konstantin Ivanov

სახელმწიფო ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო სახსრები 16,9 მლრდ ლარი, ხოლო დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი იქნება.

2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგებთ, თუ რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები.

56

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელების ტოპ–ხუთეული

120
(განახლებულია 17:02 18.01.2021)
2020 წლის ბოლოს ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarket-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქართველი ფეხბურთელების ღირებულება.
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.  

გარდ ამისა, Transfermarket აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე ავიდა.

120
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

21
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

21