პროპორციული სისტემით ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

49
(განახლებულია 17:29 18.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა პოლიტიკურმა ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიებით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები პროპორციული სისტემით
© Sputnik / Konstantin Ivanov

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და ბლოკი შევიდა, მათ შორის არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ (48,22%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,18%), რომლის შემადგენლობაშიცაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ მეათე მოწვევის პარლამენტში შესული ყველა პარტიის მონაცემებს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნების შედეგებს, 21 ოქტომბერს 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება, რამდენადაც არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

9
(განახლებულია 20:01 24.11.2020)
საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა – იქ, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

9
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

33
(განახლებულია 23:04 20.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება, რომელიც 21 ნოემბერს ტარდება. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ თუ რომელ საარჩევნო ოლქებში იმართება მეორე ტური.

33
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
არწივი მთებში

25 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 10:05 23.11.2020)
გაეცანით 25 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

25 ნოემბერს დაბადებულები

25 ნოემბერს ამ ქვეყანას გამოუსწორებელი მეოცნებეები ევლინებიან. მათი შინაგანი ცხოვრება სოციალურზე ბევრად მდიდარია. მათ უყვართ ფანტაზიებში ჩაძირვა, გამოგონილ სტრატეგიებში თამაში. აქვთ გონების ფილოსოფიური წყობა, არტისტული ნიჭი. მათი სულიერება მისტიკას ესაზღვრება. აინტერესებთ ფსევდომეცნიერებები და ფსევდორელიგიური თეორიები.

25 ნოემბერს დაბადებულებს არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები. მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს მარტოობისას. ამასთან, მათი ფილოსოფიური მსჯელობანი ვინმემ უნდა შეაფასოს. ჰყავთ თავიანთი საურთიერთობო წრე.

25 ნოემბერს დაბადებულ მშვილდოსნებს ცოცხალი წარმოსახვა აქვთ. პატარაობისას ყველას თვალწინ ოცნებობენ, ხოლო შემდეგ ოცნებების კონტროლს სწავლობენ. შესაძლოა, გამოავლინონ ნათელმხილველობის, ტელეპათიის უნარი, მაგრამ მათ განვითარებას მაინცდამაინც არ ჩქარობენ.

ამ დღეს დაბადებულები, უმეტესად, ჰუმანისტები არიან; ესმით ადამიანისა და მისი საჭიროებებისა, მაგრამ საზოგადოებრივი საქმიანობისკენ არ მიისწრაფვიან. ჰუმანიზმის ბუნების თემაზე ფილოსოფიური მსჯელობა კი უყვართ.

პროფესიულ საქმიანობაში 25 ნოემბერს დაბადებულები მარათონელები არიან. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სწრაფად, მაღლა და ძლიერად. მიზნები მატერიალური არ ამოძრავებთ. ჯილდო მათთვის მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უჭირთ „არას“ თქმა, რითიც სარგებლობენ სხვა ადამიანები და იყენებენ მათ შესაძლებლობებს, ენერგიას, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ რესურსებს. ამ დროს თავად ამ დღეს დაბადებულები იტანჯებიან. შედეგი შეიძლება დადგეს ნერვული გამოფიტვა, დაძაბულობა, დეპრესია.

რჩევა:

ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, მაგრამ თასს, მედალსა და სიგელს ფულზე ვერ გაცვლით, რომელიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა განკუთვნილი. გახსოვდეთ ამის შესახებ!

0