კორონავირუსი საქართველოში: ოქტომბრის რეკორდული კვირა

92
(განახლებულია 16:51 10.11.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მას შემდეგ ინფექცია უკან არ იხევს, განსაკუთრებით მძიმე ოქტომბერი აღმოჩნდა.
კორონავირუსი საქართველოში: ოქტომბრის რეკორდული კვირა
© Sputnik / Konstantin Ivanov

ოქტომბერში კორონავირუსით 270 პაციენტი გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც ნახევარი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვით იყო გამოხატული. გარდა ამისა, შემოდგომის მეორე თვეს 24 საათის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების ანტირეკორდი დამყარდა. ამასთან ერთად 27 ოქტომბრიდან კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ იმის შესახებ, რამდენად შესამჩნევად შეიცვალა ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოქტომბრის ბოლო კვირაში, კერძოდ, 24-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე როგორ გაიზარდა სიკვდილიანობის დღეღამური მაჩვენებელი. შედარებისთვის მოყვანილია რვა თვის მონაცემები.

10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 60680-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 45042 ადამიანი, გარდაიცვალა 499 პაციენტი.

92
თემები:
COVID-19 საქართველოში (2518)

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

11
(განახლებულია 20:01 24.11.2020)
საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა – იქ, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

11
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

33
(განახლებულია 23:04 20.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება, რომელიც 21 ნოემბერს ტარდება. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ თუ რომელ საარჩევნო ოლქებში იმართება მეორე ტური.

33
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში