კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია

141
(განახლებულია 15:30 06.11.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეისათვის საერთო რაოდენობამ 51993–ს მიაღწია.
კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია
© Sputnik / Konstantin Ivanov

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს – სიმშვიდე შეინარჩონოს და პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. უკვე შემუშავებულია პაციენტების სახლის პირობებში მკურნალობის წესები, ასევე რჩევები მათთვის, ვინც ინფიცირებულ პირთა კონტაქტებს წარმოადგენენ.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მოცემულია საჭირო კონტაქტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში დასჭირდებათ პაციენტებს და მათ მომვლელებს.

6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ინფიცირების 51993 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 37019, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

141
თემები:
COVID-19 საქართველოში (2563)

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

12
(განახლებულია 20:01 24.11.2020)
საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა – იქ, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

44
(განახლებულია 23:04 20.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება, რომელიც 21 ნოემბერს ტარდება. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ თუ რომელ საარჩევნო ოლქებში იმართება მეორე ტური.

44
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

0
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2563)