საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

138
(განახლებულია 17:40 02.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 უბნის (100%) მონაცემები დაამუშავა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შედიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიცაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია ყველა იმ პარტიის მონაცემები, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდნენ.

არჩევნებში 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ. საქართველოში პირველად ჩატარდა არჩევნები კორონავირუსის პირობებში.

138
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

12
(განახლებულია 20:01 24.11.2020)
საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა – იქ, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

41
(განახლებულია 23:04 20.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება, რომელიც 21 ნოემბერს ტარდება. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ თუ რომელ საარჩევნო ოლქებში იმართება მეორე ტური.

41
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
ბაკურიანი

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება

0
ყველა სახელმწიფო დაწესებულება მთლიანად უჭერს მხარს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების პროექტს EYOF Winter 2025

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ბაკურიანმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. გადაწყვეტილება დღეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ–ი).

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიურმი კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. დელეგატებმა მანამდე სამწუთიანი ვიდეორგოლი ნახეს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

გაზაფხულს შემდეგ სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. „ამ ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო“, აღნიშნავენ სეოკ–ში.

საქართველომ 2015 წელს პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი 50 ქვეყნიდან.

0
თემები:
სპორტის ამბები