როგორ ტარდება საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში

52
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა სტარტი აიღო, კორონავირუსის პანდემიამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის წესებში რიგი ცვლილებები შეიტანა.
საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ცესკომ ეპიდემიოლოგებთან ერთად არჩევნების ჩატარებისთვის სპეციალური წესები შეიმუშვა. „Sputnik – საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაიგებთ, რამდენად მზად არიან საარჩევნო უბნები და როგორ  უნდა მისცეთ ხმა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 852 საარჩევნო უბანია გახსნილი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.

52
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

12
(განახლებულია 20:01 24.11.2020)
საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 30-დან 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა – იქ, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
© Sputnik / Konstantin Ivanov

ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

42
(განახლებულია 23:04 20.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება, რომელიც 21 ნოემბერს ტარდება. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ თუ რომელ საარჩევნო ოლქებში იმართება მეორე ტური.

42
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

0
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში