კორონავირუსი საქართველოში: ასაკი, სქესი, სიმპტომები, სიკვდილიანობა

149
(განახლებულია 11:33 10.10.2020)
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა  ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით რიგით მეოთხე ანგარიში წარმოადგინა.
კორონავირუსი საქართველოში: ასაკი, სქესი, სიმპტომები, სიკვდილიანობა
© Sputnik / Konstantin Ivanov

დოკუმენტში საუბარია ჩატარებული  PCR-ტესტების რაოდენობაზე, ინფიცირებულთა რიცხვზე, მათ სქესზე, ასაკსა და სიმპტომებზე, რაც პაციენტებს ჰოსპიტალიზაციამდე გამოუვლინდათ.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმ გართულებებზე, რომელიც პაციენტებს ინფიცირების შემდეგ გამოუვლინდათ. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში.

10 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 11271 გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6119, გარდაიცვალა 78.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

149
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)

ჯარიმები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში წესების დარღვევისთვის

99
(განახლებულია 14:44 07.10.2020)
პანდემიის ან/და ეპიდემიის პერიოდში დაწესებული სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გაწერილი.
ჯარიმები კორონავირუსის პერიოდში წესების დარღვევისთვის
© Sputnik / Konstantin Ivanov

აკრძალვები ეხება მასშტაბურ სარიტუალო და სოციალურ ღონისძიებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებას. გარდა ამისა, ჯარიმები გათვალისწინებულია პირებისთვის, რომლებიც კარანტინისა და იზოლაციის წესს არღვევენ.

25 სექტემბრის მონაცემებით, წესების დარღვევისთვის, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის, 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი.

კარანტინი სავალდებულოა: უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გახსნილია გარკვეული პირობით; ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის, რომლებიც საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდიან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, ან რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში.

99
თემები:
COVID-19 საქართველოში (2154)

კორონავირუსი და საბავშვო ბაღები: სიახლეები პანდემიის პერიოდში

121
(განახლებულია 17:43 02.10.2020)
საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.
როგორ იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაღები
© Sputnik / Konstantin Ivanov

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა  კახა გვანცელაძემ ისაუბრა თუ რა სიახლეები ელოდებათ  დედაქალაქის ბაღების აღსაზრდელებს, რომელთაც „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაეცნობით.

ამ დროისთვის თბილისის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.



121
თემები:
განათლება საქართველოში
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა