ჯარიმები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში წესების დარღვევისთვის

გამოწერა
პანდემიის ან/და ეპიდემიის პერიოდში დაწესებული სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გაწერილი.

აკრძალვები ეხება მასშტაბურ სარიტუალო და სოციალურ ღონისძიებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებას. გარდა ამისა, ჯარიმები გათვალისწინებულია პირებისთვის, რომლებიც კარანტინისა და იზოლაციის წესს არღვევენ.

25 სექტემბრის მონაცემებით, წესების დარღვევისთვის, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის, 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი.

კარანტინი სავალდებულოა: უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გახსნილია გარკვეული პირობით; ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის, რომლებიც საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდიან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, ან რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0