ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

230
(განახლებულია 16:05 22.09.2020)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1150,1 ლარი შეადგინა, რაც 2,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს
© Sputnik / Konstantin Ivanov

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასების კლება შეიმჩნევა სხვადასხვა სექტორში. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო და სადაზღვევო სფეროებია – 2040,9 ლარი. ეს 14,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, საქართველოში ქალები გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ – 2020 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალოთვიურმა ხელფასმა 924,2 ლარი შეადგინა, რაც 31,7%-ით ნაკლებია მამაკაცების საშუალო ხელფასზე.  

 

230
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (225)

კორონავირუსი საქართველოში: ასაკი, სქესი, სიმპტომები, სიკვდილიანობა

145
(განახლებულია 11:33 10.10.2020)
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა  ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით რიგით მეოთხე ანგარიში წარმოადგინა.
კორონავირუსი საქართველოში: ასაკი, სქესი, სიმპტომები, სიკვდილიანობა
© Sputnik / Konstantin Ivanov

დოკუმენტში საუბარია ჩატარებული  PCR-ტესტების რაოდენობაზე, ინფიცირებულთა რიცხვზე, მათ სქესზე, ასაკსა და სიმპტომებზე, რაც პაციენტებს ჰოსპიტალიზაციამდე გამოუვლინდათ.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმ გართულებებზე, რომელიც პაციენტებს ინფიცირების შემდეგ გამოუვლინდათ. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში.

10 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 11271 გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6119, გარდაიცვალა 78.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

145
თემები:
COVID-19 საქართველოში

ჯარიმები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში წესების დარღვევისთვის

99
(განახლებულია 14:44 07.10.2020)
პანდემიის ან/და ეპიდემიის პერიოდში დაწესებული სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გაწერილი.
ჯარიმები კორონავირუსის პერიოდში წესების დარღვევისთვის
© Sputnik / Konstantin Ivanov

აკრძალვები ეხება მასშტაბურ სარიტუალო და სოციალურ ღონისძიებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებას. გარდა ამისა, ჯარიმები გათვალისწინებულია პირებისთვის, რომლებიც კარანტინისა და იზოლაციის წესს არღვევენ.

25 სექტემბრის მონაცემებით, წესების დარღვევისთვის, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის, 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი.

კარანტინი სავალდებულოა: უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გახსნილია გარკვეული პირობით; ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის, რომლებიც საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდიან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, ან რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში.

99
თემები:
COVID-19 საქართველოში
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ, პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად კი პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში