კორონავირუსი და სკოლა: რა შეზღუდვები ელოდებათ მოსწავლეებს

165
(განახლებულია 18:47 02.09.2020)
საქართველოს სკოლებში სწავლა ტრადიციულად, 15 სექტემბერს დაიწყება. პანდემიის საფრთხის გამო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბევრი შეზღუდვა ელოდებათ.
რეკომენდაციების ჩამონათვალი სკოლებისთვის პანდემიის პერიოდში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა გაცნობაც „Sputnik–საქართველოს" ინფოგრაფიკის საშუალებითაა შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს დისტანციური სწავლებისთვის ბევრი საინტერესო რესურსი შესთავაზა.

165
თემები:
განათლება საქართველოში (319)

კორონავირუსის რუსული ვაქცინა: რომელ ქვეყნებს სურთ მისი ყიდვა

35
(განახლებულია 14:25 24.09.2020)
როდის დასრულდება პანდემია? ალბათ ეს საკითხი ყველას აღელვებს. კორონავირუსის დასრულებაში წვლილს შეიტანს რუსული ვაქცინაც სახელწოდებით Sputnik-V. რომელი ქვეყნები აპირებენ პრეპარატის ყიდვას და სად შეიმუშავეს საკუთარი ვაქცინა – იხილეთ ვიდეოში.
35

ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

185
(განახლებულია 16:05 22.09.2020)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1150,1 ლარი შეადგინა, რაც 2,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს
© Sputnik / Konstantin Ivanov.

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასების კლება შეიმჩნევა სხვადასხვა სექტორში. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო და სადაზღვევო სფეროებია – 2040,9 ლარი. ეს 14,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, საქართველოში ქალები გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ – 2020 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალოთვიურმა ხელფასმა 924,2 ლარი შეადგინა, რაც 31,7%-ით ნაკლებია მამაკაცების საშუალო ხელფასზე.  

 

185
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

0
(განახლებულია 11:58 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მციფრე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიეწრებებით , ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„სჯობს, მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები