ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

109
(განახლებულია 18:59 26.08.2020)
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ვითარება გზებზე კვლავ არასახარბიელოა.
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

2020 წლის ექვსი თვის მანძილზე ავტოავარიაში 203 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში. ავარიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი შემხვედრ ზოლზე გადასვლა და გასწრების წესის დარღვევაა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი სერიოზულად დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ავარიის მიზეზები დგინდება.

109

ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

103
(განახლებულია 16:05 22.09.2020)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1150,1 ლარი შეადგინა, რაც 2,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს
© Sputnik / Konstantin Ivanov.

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასების კლება შეიმჩნევა სხვადასხვა სექტორში. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო და სადაზღვევო სფეროებია – 2040,9 ლარი. ეს 14,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, საქართველოში ქალები გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ – 2020 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალოთვიურმა ხელფასმა 924,2 ლარი შეადგინა, რაც 31,7%-ით ნაკლებია მამაკაცების საშუალო ხელფასზე.  

 

103
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში

საპარლამენტო არჩევნები: მაჟორიტარული ოლქების სია

52
(განახლებულია 16:42 17.09.2020)
საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს არის დანიშნული, საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ.
ინფოგრაფიკა: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში წელს პირველად არჩევნები განსხვავებული შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაეცნობით არჩევნების შესახებ ძირითად ინფორმაციას, მაჟორიტარული ოლქების სიას, სადაც დეპუტატებს აირჩევენ. 

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული.

52
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა