ვისთან ვაჭრობს საქართველო კორონავირუსის პირობებში

98
(განახლებულია 14:04 08.08.2020)
საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ განიცდის ახალი კორონავირუსის პანდემიის წნეხს – ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ინფოგრაფიკა: საქართველოს საგარეო ვაჭრობა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, 18,2%-ით შემცირდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ექსპორტი 2020 წლის დასაწყისიდან ეცემა – იანვარი-ივნისში ქვეყნიდან 1,5 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19,1%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 2,05 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%-ია. 

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის პირველ ნახევარში არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარი-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,9%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან ასევე: აზერბაიჯანი – 450,9 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 282,5 მლნ დოლარი, უკრაინა – 250,3 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 233,6 მლნ დოლარი, გერმანია – დაახლოებით 198,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 209 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 93,4 მლნ დოლარზე მეტი.

საქართველოს ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ–ის ქვეყნებთან.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

98
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

საპარლამენტო არჩევნები: მაჟორიტარული ოლქების სია

51
(განახლებულია 16:42 17.09.2020)
საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს არის დანიშნული, საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ.
ინფოგრაფიკა: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში წელს პირველად არჩევნები განსხვავებული შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაეცნობით არჩევნების შესახებ ძირითად ინფორმაციას, მაჟორიტარული ოლქების სიას, სადაც დეპუტატებს აირჩევენ. 

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული.

51
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020

საპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი

101
(განახლებულია 20:19 11.09.2020)
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი 1 სექტემბერს აიღო. „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაეცნობით დაწვრილებით ინფორმაციას არჩევნების შესახებ.
საპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

101
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მეტროს მატარებელი

ნიუ-იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 08:59 21.09.2020)
ავარიის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი, რომელიც თვითმხილველებმა ამოიცნეს, დაკავებულია და პოლიციაში იკითხება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ნიუ–იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც გზაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებს გადაურა, იუწყება ტელეარხი abc.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მოხდა. მატარებლიდან 135 ადამიანია ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სადგურ 14St-8th Av–ზე შესვლისას რელსებზე დაყრილ ნამტვრევებს გადაურა, რის შემდეგაც ის გზიდან გადავიდა“, — განაცხადეს ნიუ–იორკის სატრანსპორტო სამმართველოში.

წინასწარი მონაცემებით, ავარია 30 წლის უსახლკარო მამაკაცის მიერაა პროვოცირებული, რომელიც უკვე დაკავებულია და პოლიციაში იკითხება. მოწმეების თქმით, სწორედ ეს ადამიანი ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს მეტროს გზაზე.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს