ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

89
(განახლებულია 16:15 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, იანვარი-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, გერმანია - 168,1 მლნ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი – 30,6%-ით, იმპორტი – 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

89
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (980)

რა არ გაძვირდა საქართველოში? ფასების კალეიდოსკოპი

45
(განახლებულია 18:08 14.04.2021)
2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა – მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
რა და რამდენით გაძვირდა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik– საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები: 2021 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად გაძვირდა მცენარეულ ზეთზე, პირადი მოხმარების საგნებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, ყველაზე ნაკლებად კი ფასებმა მოიმატა ფეხსაცმელზე, ტანსაცმელსა და უმაღლეს განათლებაზე.

რაც შეეხება ქვეკატეგორიებს, ერთი წლის მანძილზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ჯანდაცვაზე (+13,6%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, საცხოვრებლის მოვლასა და რემონტზე (+12%), სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (+9%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+8,9%), ასევე წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე (+7,6%).

45
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (980)

უძრავი ქონების ბაზარი თბილისში კვლევა

83
(განახლებულია 19:16 09.04.2021)
 „Sputnik– საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ  2021 წლის დასაწყისიდან დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ
უძრავი ქონების ბაზარი თბილისში - 2021 წლის თებერვალი
© Sputnik / Konstantin Ivanov

2021 წლის თებერვალში თბილისში დაფიქსირდა ბინებთან დაკავშირებული 2 733 ტრანზაქცია, რც 4%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  არაკომერციული პლატფორმა Recov.ge  ინფორმაციას საჯარო რეესტრსა და უძრავი ქონების სააგენტო Colliers–ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებს, 2021 წლის თებერვალში 1869 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2%–ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თბილისის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ბინას მოიცავს, აღნიშნულია ვებგვერდზე Recov.ge.

დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე ფასდაკლების აქციები დაიწყო, თუმცა, მეორად ბაზარზე ფასი უცვლელი დარჩა.

83
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (980)
ხადას ხეობა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აპრილი

0
(განახლებულია 09:04 14.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 აპრილია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრების, სეირნობის, უდარდელად დროის გატარებისთვის და არასახარბიელო – სერიოზული საქმეებისთვის, ამიტომ არ ღირს საპასუხისმგებლო საქმეების კეთება, არის საფრთხე სერიოზული შეცდომების დაშვების. ადამიანები განწყობილი არიან, რომ დაივიწყონ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედონ. მიეცით გასაქანი ფანტაზიებსა და ოცნებებს და ეს დაუვიწყარ შეგრძნებებს გაჩუქებთ სიყვარულსა და შემოქმედებაში.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“>>

ვერძი: ემოციებით დატვირთული დღე გაქვთ. ტირილი თუ სიცილი მოულოდნელად შეიძლება მოგინდეთ და თან სულ მცირე ინტერვალის დაშორებით. გარშემომყოფებს და ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ თქვენი მშფოთვარე განწყობის ატანა, მით უმეტეს, რომ შეიძლება მათზე გადმოანთხიოთ ეს ბობოქარი ემოციები და თან ყველაზე შეუფერებელ მომენტში. თუ თავს ხელში აიყვანთ, შეგიძლიათ ამ ძლიერი ემოციების იარაღად ქცევა დაბრკოლებების გადასალახავად და წარმატების მისაღწევად.

კურო: საქმეებში და განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეცდომების დაშვებაა შესაძლებელი. შესაძლოა, რაღაც საკითხის გადასაჭრელად არასაკმარისი ინფორმაცია გაგაჩნიათ. თქვენი რეპუტაცია და საფულე რომ არ დაზარალდეს, ხელი არ უნდა მოჰკიდოთ იმას, რაც თქვენი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება, თუნდაც ძალზე მარტივი საქმე იყოს. სჯობს, რჩევა პროფესიონალს ჰკითხოთ.

ტყუპი: არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. შესაძლებელია არასწორი მიმართულებით წახვიდეთ, სასურველი რეალობად მიიღოთ. თუნდაც რამე იდეა ბრწყინვალედ მოგეჩვენოთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, სჯობს, ერთი–ორი დღე მოიცადოთ და კარგად დაფიქრდეთ. დანარჩენში საკმაოდ კარგი დღეა, შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი: მოგიწევთ სიმტკიცის გამოჩენა, რომ გარშემომყოფებმა ზედმეტად არ დაგტვირთონ. შესაძლოა, ხელმძღვანელობას მოეჩევნოს, რომ საკმარისად დატვირთული არ ხართ და კიდევ ერთი ვალდებულების აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, ან კოლეგებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ თვითონ გადაწყვიტოთ საკუთარი თავის ექსპლუატაცია. ასეა თუ ისე, მოგიწევთ უარის თქმის სწავლა (თქვენი თავისთვისაც) და ამისთვის თავაზიანი სიტყვების მარაგის შევსება.

ლომი: დღეს, დიდი ალბათობით, რაღაც ცდუნების წინაშე დადგებით. არის ალბათობა იმისა, რომ მომხიბლავი წინადადება მიიღოთ, ან საწინააღმდეგო სქესის სიმპათიური წარმომადგენელი გაიცნოთ, ან სულაც, აკრძალულისთვის „გემოს გასინჯვის“ სურვილი გაგიჩნდეთ. ასე თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ რამეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, რადგან ამ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს დამოკიდებული მომავალში.

ქალწული: სიტუაციამ, შესაძლოა, თქვენი პროფესიული უნარების მთლიანად გამომჟღავნება მოითხოვოს. საუბარი შეიძლება იყოს თქვენ სამუშაოზე, დასაქმებაზე, სწავლაზე, გამოცდაზე და ა.შ. მთავარია, რომ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის ან საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ საჭირო ცოდნა და უნარები გაგაჩნიათ, შეგწევთ ძალა იმისთვის, რომ დასახული ამოცანა შეასრულოთ და პრობლემები მაღალ პროფესიულ დონეზე გადაჭრათ.

სასწორი: დღეს თქვენში ჰარმონია დაიბუდებს. ნებისმიერ საქმეს იოლად გაუმკლავდებით. არაჩვეულებრივი განწყობა ყველაფერზე აისახება, რასაც ხელს მოჰკიდებთ. არც ისაა გამორიცხული, რაღაც საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამძიმებდათ, მოულოდნელად თავისთავად გადაწყდეს. ასევე შესანიშნავი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად, რადგან ძალზე მომხიბლავი ხართ და ადვილად შეგიძლიათ სხვების გულის მოგება.

მორიელი: თქვენი წარმატების გარანტი დღეს სიფრთხილეა. სიტუაციაში სწრაფად და დამაჯერებლად ორიენტირებისთვის საჭირო მოქნილობა და რეაქციები დღეს არ გაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი გარემოცვიდან ისარგებლოს თქვენი არაინფორმირებულობით და ინიციატივა ჩამოგართვათ, მოგატყუოთ. ეს რომ არ მოხდეს, ყურადღება უნდა გააასმაგოთ, არ ჩაებათ საეჭვო სქემებში, რომლებში თქვენ ჩათრევასაც მოინდომებენ გარშემომყოფები.

მშვილდოსანი: ჰარმონიისა და სიყვარულის დღეა. ამას იგრძნობთ იმ შემთხვევაშიც, თუ სიხარულის კონკრეტული საბაბი არ გაგაჩნიათ. ნეტარების მეცხრე ცაზე შეიძლება აღმოჩნდეთ ვინმეს ღიმილის, მზერის, რაღაც მინიშნების გამოც კი. მარტოხელებს დიდი შანსი გაქვთ, რომ სასიამოვნო რომანტიკულ სიურპრიზს შეეჯახოთ, მრავლისმთქმელი ნაცნობობა გააბათ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, კარგი იქნება, თუ დღეს მასთან ერთად გაატარებთ.

თხის რქა: დღეს არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, დიდი შანსია, რომ ყველაფერი აირ–დაირიოს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დრო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ერთად გაატაროთ, არაფერი აკეთოთ, ან საკუთარ თავს ასიამოვნოთ. რაც შეეხება საქმეებს, დიდია ალბათობა, რომ არაფერი გამოგივათ, ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებთ. ასტროლოგების რჩევაა, უბრალოდ იცხოვრეთ, დატკბით მცირე სასიხარულო მოვლენებით და არაფერზე იდარდოთ.

მერწყული: შესანიშნავ ორატორულ უნარებს გამოავლენთ – თქვენთვის არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ გარშემომყოფები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ ან რამე ავანტიურული იდეით „დააავადოთ“. თქვენი ენთუზიაზმი „გადამდები“ იქნება, თუნდაც ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოთ, გააზვიადოთ ყველაფერი და სასურველი რეალობად აღიქვათ – სწორედ თქვენი ფანტასტიკით გაჟღენთილი აზრები მოხიბლავს დღეს ირგვლივ მყოფებს – ყველაფრის დაანგარიშება და აწონ–დაწონა კი სხვა, უფრო მოსაწყენ დღეს იქნება შესაძლებელი.

თევზები: დღეს ძალზე ღირებული იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი რეალიზება სხვა დროისთვის გადადოთ. თქვენი წარმოსახვა ფერადოვანი და კაშკაშა იქნება და პრაქტიკულობასთან ერთად ერთი შეხედვით საკმაოდ რეალურ სახესაც მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეების განხორციელების დაწყება დღეს არარეკომენდებულია, არც ამ იდეებისა და აქედან გამომდინარე გეგმების დავიწყება ივარგებს – დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მათ განხორციელებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ.

0