საიდან და რამდენი ვალუტა გადმოგზავნეს საქართველოში

122
(განახლებულია 18:09 26.06.2020)
2020 წლის იანვარ–მაისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 600 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 113,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 29%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 31%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში შედის იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

 ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart–ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

122
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (644)

Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები: ფასები და განრიგი

303
(განახლებულია 17:11 02.07.2020)
ქართული ავიაგადამზიდი კომპანია Georgian Airways ივლისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს.
Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით თქვენ გაეცნობით რეისების განრიგსა და ბილეთების ფასს. თუმცა, რამდენიმე რეისზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ინფორმაცია დააზუსტეთ Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე.

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე სწორედ Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებით დააბრუნა.

303
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში

ინვესტიციები საქართველოში: ვინ ლიდერობს

176
(განახლებულია 17:51 24.06.2020)
საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 41,7%-ით შემცირდა და 165,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში: ვინ ლიდერობს?
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ (114,5 მლნ დოლარი).

საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და პანამა. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ჯამში 120,8 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 73%-ია. 

ინვესტიციები ასევე შემოვიდა დანიიდან (11,6 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (11,2 მლნ დოლარი), თურქეთიდან (11,1 მლნ დოლარი), რუსეთიდან (10,8 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში შემოსული თანხა 165,4 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 87,5%-ს.

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: კავშირგაბმულობა (12,8 მლნ დოლარი), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (10,4 მლნ დოლარი), მშენებლობა (7,7 მლნ დოლარი), ტრანსპორტი (6,4 მლნ დოლარი), გადამამუშავებელი მრეწველობა (4,5 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (3,5 მლნ დოლარი) და ა.შ.

176
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (644)
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

0
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020