რა და რამდენით გაძვირდა საქართველოში მაისი

79
(განახლებულია 15:58 12.06.2020)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა მაშინ, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
ფასების კალეიდოსკოპი: რა და რამდენით გაძვირდა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

წლის განმავლობაში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+14,7%), სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (+9,4%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და ბინის მოვლაზე (+8,3%).

"საქსტატის" მონაცემებით, ასევე გაძვირდა ჯანდაცვა (+6,1%), წყალი, ელექტროენერგია და გაზი (+4,4%), განათლება (+3,7%), სასტუმროები და რესტორნები (+6,1%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (+3,2%), კავშირგაბმულობა (0,9%).

ამასთან, დასვენება, გართობა და კულტურული ღონისძიებები გაიაფდა 1,7%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1,4%-ით, ტრანსპორტი – 4,6%-ით.

79

Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები: ფასები და განრიგი

260
(განახლებულია 17:11 02.07.2020)
ქართული ავიაგადამზიდი კომპანია Georgian Airways ივლისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს.
Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით თქვენ გაეცნობით რეისების განრიგსა და ბილეთების ფასს. თუმცა, რამდენიმე რეისზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ინფორმაცია დააზუსტეთ Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე.

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე სწორედ Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებით დააბრუნა.

260
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში

საიდან და რამდენი ვალუტა გადმოგზავნეს საქართველოში

118
(განახლებულია 18:09 26.06.2020)
2020 წლის იანვარ–მაისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 600 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 113,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 29%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 31%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში შედის იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

 ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart–ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

118
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

0
(განახლებულია 00:09 10.07.2020)
ერთი პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5-დან 50 ათას ევროს შეადგენს, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების 860 ათასი ევროს მოცულობის მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიებები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის - GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს - ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.                         

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში