როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ფულად გზავნილებზე

გამოწერა
2020 წლის იანვარ–აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  9,4%-ით შემცირდა და 467,9 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობამ იანვარ–აპრილში დაახლოებით 93,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც , ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20%-ია. 2020 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან  ფულადი გადარიცხვები 27,6%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart–ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

ყველა ახალი ამბავი
0