კორონავირუსი საქართველოში: როგორ იმოქმედა პანდემიამ დანაშაულზე

85
საქართველოში 2020 წლის იანვარ–მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული 10%–ით შემცირდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დანაშაული საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში თებერვლის ბოლოს კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მას შემდეგ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები და აკრძალვები ამოქმედდა, რაც, ხელისუფლების აზრით, დადებითად აისახა დანაშაულის სტატისტიკურ მაჩვენებელზე. 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 16 ათასი დანაშულია დარეგისტრირებული, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 17,8 ათასს აჭარბებდა.

85

ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის: რამდენი ადამიანი „გაება მახეში"

74
(განახლებულია 18:14 25.05.2020)
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
რამდენი ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში – დინამიკა კვირების მიხედვით
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას: ფიზიკური პირებისთვის 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა 23 მაისიდან გაუქმდა, თუმცა რიგი შეზღუდვები შენარჩუნდა.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ რამდენი პირი დაჯარიმდა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის.  

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 731 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

74

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ფულად გზავნილებზე

82
(განახლებულია 12:05 21.05.2020)
2020 წლის იანვარ–აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  9,4%-ით შემცირდა და 467,9 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ფულად გზავნილებზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობამ იანვარ–აპრილში დაახლოებით 93,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც , ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20%-ია. 2020 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან  ფულადი გადარიცხვები 27,6%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart–ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

82
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
საკონსტიტუციო სასამართლო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

0
(განახლებულია 10:10 26.05.2020)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესწორებებთან დაკავირებით, რომლებიც პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეიტანა.

შესწორებები, რომლის მიხედვით მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება, დააწესოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პარლამენტმა 22 მაისს მიიღო. ნორმა 23 მაისს ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა>>

„კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მთავრობა იღებს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს ასევე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვითი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურად.

გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის>>

საია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის მინიჭებული უფლება, შეზღუდოს საკუთრების უფლება, ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც მთავრობას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ახალი წესების დადგენის უფლება აქვს. ამიტომ ახალგაზრდ იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვები, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს, მათი თქმით, არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია.

საკუთრების უფლებაზე სრული არძალვისთვის, როგორიცაა სასტუმროების ან ტანსაცმლის მაღაზიების დაკეტვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, საჭიროა ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი რადიკალური ზომების მიღების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ასოციაციის სარჩელს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუსასამართლოს კოლეგია მას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამოქმედებული შესწორებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ სპეციალური დადგენილებით შეზღუდვებისა და აკრძალვების ნაწილი შეინარჩუნა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია რესტორნები, ტანსაცმლისსა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა (გარდა ონლაინ მუშაობისა). საკარანტინე ზონებად რჩება თეთრიწყაროს რაიონი დაორი სოფელი ბოლნისის რაიონში.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი