საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა

213
(განახლებულია 21:23 04.05.2020)
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე, როგორც იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით, საქართველომ შეძლო ეპიდემიის სწრაფი ზრდის შეჩერება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ პიკს მიაღწია და კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევების რაოდენობა კლებისკენ მიდის.

„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობის ზრდის დინამიკას.

 

213

ფულადი გზავნილები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში

162
(განახლებულია 16:56 24.07.2020)
2020 წლის პირველ ნახევარში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 4,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 769 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 146 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 26,6%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

2020 წლის ივნისში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 17,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 169,2 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციები ივნისში ფულადი გადმორიცხვების დინამიკაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე ვალუტის გაცვლით კურსზე. გვენეტაძის განცხადება ეროვნული ბანკის Facebook-გვერდზეა გავრცელებული.

„დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, – წერს გვენეტაძე.

საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირება სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ზომების გამო დაიწყო. ამის შედეგად ეკონომიკური ვითარება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაუარესდა.

ფულადი გადარიცხვები აპრილში წლიური გაანგარიშებით 42,3%-ით შემცირდა, მაგრამ მაისში შემცირების ტემპმა იკლო და –9,6% შეადგინა.

 

162
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

82
(განახლებულია 16:15 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, იანვარი-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, გერმანია - 168,1 მლნ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი – 30,6%-ით, იმპორტი – 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

82
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მთვარე

მთვარის კალენდარი: 8 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:09 06.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კარგი დღეა აქტიურობისთვის, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ტაქტი, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა.

მატულობს ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და დასამახსოვრებელი იქნება, მაგრამ, დიდი ალბათობით – ხანმოკლე.

ამ დღეს არ ღირს ფულის სესხება ან ვალის აღება. ნეიტრალური დღეა მუშაობისთვის.

რეკომენდებულია სიტყვების სიფრთხილით შერჩევა, ასე ფრთხილი მოქმედება, რადგან ადვილად შეიძლება კონფლიქტური ვითარების პროვოცირება, დღის მშვიდად გატარება, მაგრამ მარტოობაში – არა, ყველა შემოსული ინფორმაციის დაკვირვებით შემოწმება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საკითხების განხილვა, კოლეგებთან ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის დაცვა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, შეხვედრების დანიშვნა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ფულით ტრაბახი, სიახლეების არაფრად ჩაგდება, ახალი სამსახურის დაწყება, დაუფიქრებლად მოქმედება, წინადადებების მიღება, უცნობებთან კონტაქტი და ახალი ნაცნობობა.

შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო უცნობ ადამიანებთან, დოკუმენტებთან და ფულთან დაკავშირებით.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, მოსალოდნელია თმის დაზიანება. შეღებვა კი შეიძლება. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ, მათ შორის, თავის მასაჟი.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.

0