ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოში: ასაკი, სქესი, სიმპტომები

გამოწერა
საქართველოს დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები არიან COVID-19-ით ინფიცირებული ქვეყანაში.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ამასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, გარდაცვლილია ოთხი პაციენტი.

საქართველოს დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მონაცემები, თუ რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები არიან ინფიცირებული ქვეყანაში და ასევე გაავრცელა ინფორმაცია სიმპტომების შესახებ, რომელთაც პაციენტები ასახელებენ. მონაცემები მომზადებულია იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 214. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 79.

 

ყველა ახალი ამბავი
0