საქართველო და კორონავირუსი

136
(განახლებულია 20:43 09.03.2020)
საქართველოში, 9 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინში 141 ადამიანი იმყოფება.
საქართველო და კორონავირუსი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რიგი ზომები გაატარა.

"Sputnik–საქართველოს" ინფოგრაფიკის მეშვეობით მკითხველი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას გაეცნობა.

South China Morning Post-ის 9 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 315 ადამიანს აღწევს. აქედან გარდაიცვალა 3 841, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 62 109 პაციენტი.

136
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები: ფასები და განრიგი

110
(განახლებულია 17:11 02.07.2020)
ქართული ავიაგადამზიდი კომპანია Georgian Airways ივლისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს.
Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით თქვენ გაეცნობით რეისების განრიგსა და ბილეთების ფასს. თუმცა, რამდენიმე რეისზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ინფორმაცია დააზუსტეთ Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე.

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე სწორედ Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებით დააბრუნა.

110
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში

საიდან და რამდენი ვალუტა გადმოგზავნეს საქართველოში

115
(განახლებულია 18:09 26.06.2020)
2020 წლის იანვარ–მაისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 600 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 113,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 29%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 31%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში შედის იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

 ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

Galt&Taggart–ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

115
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დაკავება

საქართველოში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

0
გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დმანისის მუნიციპალიტეტში თავისი ნაცნობის, 20 წლის მკვლელობის ბრალდებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა თავისი ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაშავებული მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში