საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები

გამოწერა
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წელს დაახლოებით 4,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,1%-ია.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2,7%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2018 წელთან შედარებით, ექსპორტი 2019 წელს 12,4%-ით გაიზარდა და  დაახლოებით 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,7%-ით გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, იმპორტი 0,8%–ით შემცირდა და დაახლოებით 9,1მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტის შემცირება ძირითადად საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 12,4%-ით შემცირებას უკავშირდება.


 

ყველა ახალი ამბავი
0