რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში

გამოწერა
საქართველოში 2019 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის 0,3%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით და დაახლოებით 1,1 მილიონი ტონა შეადგინა.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ კლების მიზეზი დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებაა.

„ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო, ისევე, როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.“, – აცხადებენ კავშირში.

მათი თქმით, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას აფერხებს აღურიცხავი პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პერიოდულად ჩნდება.

„რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს“, – აცხადებენ კავშირში.

 

ყველა ახალი ამბავი
0