საახალწლო ღონისძიებების პროგრამა

67
(განახლებულია 15:59 31.12.2019)
საღამოობით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება კონცერტები ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, დღისით კი საახალწლო ქალაქი და საშობაო სოფელი გიმასპინძლებთ.
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ახალი წლის დღეებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ელოდებათ.

1 იანვრის ღამეს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა–კონცერტი გაიმართება. დედაქალაქის მერია ქართველ მსმენელს და ტურისტებს ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით 13 იანვრამდე გაანებივრებს – კონცერტები საღამოობით გაიმართება.

შუადღიდან საღამომდე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გიმასპინძლებთ საშობაო სოფელი და საახალწლო ქალაქი ორბელიანის მოედანზე. 15 იანვრამდე საშობაო სოფელი სტუმრებს ასევე ქავთარაძის ქუჩაზე გახსნილ City Mall-ში მიიღებს.

თეატრის მოყვარულები ნახავენ სპექტაკლებს „სტალინგრადი“ (მარიონეტების თეატრი), ბალეტს „შელკუნჩიკს“ (ოპერისა და ბალეტის თეატრი), „პაემანი სამისთვის“ (თავისუფალი თეატრი) და ა.შ.

საქართველოში ოფიციალურ უქმე დღეებად 1, 2 და 7 იანვარია გამოცხადებული. 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულს ზეიმობს.

 

67